ღვინის დღეები ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ცნობადობის ზრდას, ტურიზმის სტიმულირებას და მეღვინეების წარმატებას - მარიამ ქვრივიშვილი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე ღვინის დღეების ფარგლებში გურჯანიის ღვინის ფესტივალის გახსნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
როგორც მარიამ ქვრივიშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ღვინის დღეები განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ღონისძიებაა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით უკვე მეორე წელია იმართება და ერთგვარ ტრადიციად იქცა.
„ღვინის დღეების ფესტივალის ფარგლებში გურჯაანს სტუმრობს ათასობით ადამიანი, როგორც ჩვენი ქვეყნის, ისე უცხო ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრები, რომელთაც აქვთ შესაძლებლობა, ადგილზე დააგემოვნონ 340-ზე მეტი ქართველი მეღვინის მიერ წარმოებული ქართული უნიკალური ღვინო", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მისივე თქმით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გურჯაანს ასევე სტუმრობს მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებების წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის ევროპიდან და ამერიკიდან.
„ისეთი წამყვანი გამოცემების წარმომადგენლებს, როგორიცაა "ფორბსი" და სხვა, შესაძლებლობა აქვთ კიდევ უფრო უკეთ გაეცნონ ჩვენი ქვეყნის ტურიზმის პოტენციალს და ჩვენი მთავარი ღირებულების - ქართული ღვინის უნიკალურობას. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ წინ წამოვწიოთ და პოპულარიზაცია გავუწიოთ ქართული ღვინისა და ტურიზმის შესაძლებლობას. მჯერა, რომ დღევანდელი ღონისძიება ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ცნობადობის მეტად ზრდასა და მეღვინეების წარმატებას სხვადასხვა ბაზრებზე", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
დღის ტოპ 10 სიახლე
ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს აპრილში ევროკავშირის ქვეყნები წარმოადგენდა - წლიური ზრდა 6.8%-ია
სხვა სიახლეები
აჭარაში მზარეულებისთვის ტრენინგები დაიწყო
15.05.2026.15:32
აჭარაში მზარეულებისთვის პრაქტიკული ტრენინგები მიმდინარეობს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგები ქედის მუნიციპალიტეტიდან დაიწყო, სადაც განთავსებისა და კვების ობიექტების მზარეულებს თევზეულის დამუშავება-მომზადების მასტერკლასები ჩაუტარდათ. ერთკვირიანი ტრენინგები ასევე ითვალისწინებს პრაქტიკულ სწავლებებს შემდეგი მიმართულებით: ხორცის ტექნოლოგიები და ღია ცეცხლზე მომზადება, ფრინველის დამუშავება და ფრინველის კერძის მომზადება, ხორცეულის კერძების მომზადება, ბოსტნეულის და მხალეულის კერძების მომზადება, ცომეულის მომზადება. ტრენინგების მიზანია მთიან აჭარაში კვებითი მომსახურების ხარისხის ამაღლება, სხვადასხვა პროდუქტის უკეთ დამუშავებისა და კერძების მომზადების ტექნოლოგიების გაუმჯობესება. ტრენინგები ქედის მუნიციპალიტეტიდან დაიწყო, შემდეგი კვირიდან კი შუახევისა და ქობულეთის მზარეულებისთვის გაგრძელდება. ივნისის ბოლომდე ტრენინგები ხულოსა და ხელვაჩაურის მზარეულებისთვისაც იგეგმება. მზარეულების ტრენინგებში მონაწილეობის მსურველს რეგისტრაციის გავლა სერვისის განვითარების ვებ-გვერდზე https://serviceajara.ge/ შეუძლიათ.
“ჩვენ აქტიურად ვემზადებით ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის და ვანხორციელებთ სხვადასხა ტიპის სწავლებებს ტურიზმის სექტორში დასაქმებული პირებისთვის. ამ ეტაპზე, აქტიურად დავიწყეთ ტრენინგები აჭარის მუნიციპალიტეტებში მდებარე განთავსებისა და კვების ობიექტების მზარეულებისთვის სხვადასხვა მიმართულებით, იქნება ეს ხორცის, თევზის, ქათმის, ცომეულისა თუ ბოსტნეულის დამუშავება და კერძების მომზადება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მთაში მოგზაურებს დახვდეთ უგემრიელესი ქართული სამზარეულო იმ საერთაშორისო სტანდარტების დაცვით, რომელიც მიღებულია წამყვან ტურისტულ მიმართულებებში,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თინათინ ზოიძემ.