გლობალური გამოწვევების პირობებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივები კრიტიკულად მნიშვნელოვანია - ია გედევანიშვილი
ტურიზმის სექტორში არსებული გლობალური გამოწვევები და განვითარების შესაძლებლობები განიხილეს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით გამართულ სამუშაო შეხვედრაზე.
შეხვედრას ტურიზმის სექტორი: სასტუმროების, ტურისტული კომპანიების, რესტორნების წარმომადგენლები და გიდები დაესწრნენ.
კომპანია „Check-in Travel“-ის მფლობელისა და გენერალური დირექტორის, ია გედევანიშვილის შეფასებით, მსოფლიოში შექმნილი მდგომარეობის ფონზე, აღნიშნული ფორმატის კომუნიკაცია განსაკუთრებულ მნიშვნელოვანია კერძო სექტორისთვის, რადგან საშუალება მიეცათ შესაძლებლობა გაეცვალათ ინფორმაცია და მიმდინარე გამოწვევების დასაძლევად ერთმანეთის ხედვებს გაცნობოდნენ.
„დღევანდელი შეხვედრა ნამდვილად ძალიან საინტერესო იყო. დღეს მსოფლიოში ტურიზმს ბევრი გამოწვევა აქვს და მნიშვნელოვანია, რომ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთობლივი ძალებით ვმუშაობთ ამ პრობლემების გადასაჭრელად. 2025 წლის ტურისტული სეზონი ძალიან კარგი იყო და 2026 წელს კიდევ უკეთესს ველოდებით. მიუხედავად იმისა, რომ საწვავის გაძვირებამ სერიოზული გავლენა მოახდინა დარგზე და შემცირდა ჯავშნები, მაინც ვფიქრობ, რომ სეზონი წარმატებული იქნება და მოლოდინები დაახლოებით 80-90%-ით შესრულდება” - აღნიშნა მან.
სხვა სიახლეები
საქართველოს მიმართულებით დიდი გეგმები გვაქვს - მიმდინარე სეზონზე კვირაში 24 რეისს განვახორციელებთ l ავიაკომპანია Air Astana-ს წარმომადგენელი
12.05.2026.12:09
,,მიმდინარე სეზონზე კვირაში 24 რეისს განვახორციელებთ - საქართველოს მიმართულებით დიდი გეგმები გვაქვს, - აცხადებს ყაზახური ავიაკომპანია Air Astana-ს კავკასიის რეგიონული გენერალური მენეჯერი კარლიგაშ ომურბაევა, რომელიც მარიამ ქვრივიშვილი და მინისტრის მოადგილის თამარ იოსელიანის სხვადასხვა ავიაკომპანიების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდა.
როგორც კარლიგაშ ომურბაევამ განაცხადა, ქუთაისიდან იგეგმება ახალი მიმართულებების დამატება.
„დღეს ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა მინისტრთან და მინისტრის მოადგილესთან, სადაც დეტალურად განვიხილეთ ჩვენი გამოწვევები და ზაფხულის სეზონის გეგმები. საქართველოს მიმართულებით დიდი გეგმები გვაქვს. ყოველ წელს, ზაფხულის სეზონზე, ფრენების რაოდენობას საგრძნობლად ვზრდით. თუ ზამთარში კვირაში 6 რეისს ვასრულებთ, ზაფხულის თვეებში მათი რიცხვი ეტაპობრივად იმატებს და ივნის-ივლისისთვის უკვე 22 ფრენამდე აღწევს.
წელს ფრენების სიხშირეს კიდევ ორი რეისი დავამატეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ კვირაში ჯამში 24 რეისს განვახორციელებთ. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა, რომ ამ ზაფხულიდან ვგეგმავთ FlyArystan-თან თანამშრომლობას ე.წ. ზიარის კოდის (Code-share) ფარგლებში. რეგიონში ორი ახალი მიმართულება - ალმათი-ქუთაისი და ასტანა-ქუთაისი დაგვემატება, სადაც FlyArystan-ი ოპერატორი იქნება, ხოლო Air Astana - მარკეტინგული გადამზიდავი“, - აღნიშნა Air Astana-ს კავკასიის რეგიონულმა გენერალურმა მენეჯერმა.