გლობალური ტენდენციების თვალსზრისით დღეს ძალიან პოპულარულია გამოცდილებითი ტურიზმი - ნატა კვაჭანტირაძე
გლობალური ტენდენციების თვალსზრისით დღეს ძალიან პოპულარულია გამოცდილებითი ტურიზმი - ამის შესახებ საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელმა ნატა კვაჭანტირაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.
„ტურიზმი ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. დღეს ძალიან აქტიურ ფაზაში არის შესული და თქვენ სწორედ ბრძანეთ, სტატისტიკური მონაცემებიც მეტყველებს იმაზე რომ ჩვენ გვაქვს მზარდი ტენდენცია ტურისტების შემოსვლის და ეს იმის ფონზე რაც გამოიარა სექტორმა გაზაფხულის პერიოდში.
რა თქმა უნდა მისასალმებელია ის შედეგი რაც დღეს სექტორისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგანაც სტატისტიკა გვაძლევს იმის შესაძლებლობას რომ გავაკეთოთ უკვე გეგმარება და ახალი აქცენტები სამომავლო განვითარებაზე და სწორედ ის ტენდენციები, რომელიც გლობალურად ვითარდება ტურიზმისთვის, რაც პირდაპირ აისახება ტურისტის კმაყოფილებაზე პირველ რიგში და შესაბამისად ტურიზმის განვითარების ტენდენციებზე ეს არის ის ინოვაციური მიდგომები, რომელიც ზოგადად ტურისტს აინტერესებს.
გლობალურ ტრენდებზე რომ გავაკეთოთ აქცენტი ძირითადი მაინც არის გამოცდილებითი ტურიზმი, რომელიც დღეს ძალიან პოპულარულია, დიდი მნიშვნელობა აქვს უშუალოდ შეხებას იმ ავთენტურ, კულტურულ მემკვიდრეობასთან, სადაც გადაადგილდება ტურისტი და ჩვენი ქვეყანა ამით ძალიან უხვია და ძალიან დიდი შესაძლებლობები აქვს, როგორც ქვეყანას გამოცდილებითი ტურიზმის ნაწილში.
რა თქმა უნდა ახალი ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტის ერა გვაძლევს იმ შესაძლებლობას, რომ ტურისტი დღეს აქცენტს აკეთებს გაიმარტივოს მოგზაურობის შესაძლებლობები და პირდაპირ, თვითონ დაგეგმოს მისთვის სასურველი ვიზიტები ამა თუ იმ ქვეყანაში და ტენდენციურად მიყვება უკვე ის ძირითადი ასპექტები, რომელიც ზოგადად ახლავს ტურიზმის განვითარებას. ეს არის ის რომ სრულიად შეიცვალა განსაკუთრებით პანდემის შემდეგ მიდგომები მოგზაურობის ნაწილში და მეტწილად ტურისტი არჩევს უსაფრთხო გადაადგილების ლოკაციებს და დანიშნულების ადგილებს. აქცენტი კეთდება ველნეს მიმართულებაზე და ჯანმრთელობის ტურიზმზე და თავისთავად ამ მთლიან კონტექსტში მოიაზრება ის რომ ის თანკვეთა ტურისტული პროდუქტების, რომელიც ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებით ძალიან მრავალფეროვანია იყოს დაკავშირებული იმ გლობალურ მიდგომებთან, რომელსაც უშუალოდ საერთაშორისო ტურისტი არჩევს და ირჩევს სამომავლო მოგზაურობისთვის“, - აცხადეს ნატა კვაჭანტირაძე.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა
27.11.2026.18:25
ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.
კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.