მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7271.4
-0.0059
flag
AZN 1.5726
-0.0007
flag
CNY 39.395
0.0044
flag
EUR 3.1124
0.0104
flag
GBP 3.6067
0.0163
flag
KZT 56.56
-0.0003
flag
TRY 0.0585
0
flag
USD 2.6732
-0.0012
news banner

Gudauri Inn-ის დატვირთულობა 90%-ს აღწევს - სასტუმროს მიმდინარე წლიდან გაფართოვდა და უფრო მეტ სტუმარსაც იღებს

news image

ზამთრის სეზონზე სასტუმრო გუდაური ინნ • Gudauri Inn-ს საკმაოდ მაღალი დატვირთულობა აქვს. როგორც „ინნ ჯგუფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ერეკლე კოკაიამ განაცხადა, სტუმრების უმეტესობა უცხოელი დამსვენებლები იყვნენ. 

„გუდაურში დატვირთულობაზე ზოგადად მოლოდინებიც დადებითი იყო და საბედნიეროდ გამართლდა. საშუალო დატვირთულობა თვეების მიხედვით ასეა, იანვარიც, თებერვალიც და მარტიც ჯერჯერობით ასე გამოიყურება 80-დან 90%-მდე იქნება დაკავებულობა. რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებლებია. დამსვენებლების უმრავლესობა  უცხოელები იყვნენ, სხვადასხვა ქვეყნებიდან. გვყავდა სტუმრები ისრაელიდან, საიდანაც ყველაზე დიდი მატება გაქვს. სტუმრები გვყავდა ლიეტუვიდან. შარშანდელთან შედარებით მეტი სტუმარი გვყავდა ასევე აზიიდან: ჩინეთი, ინდოეთი ასევე აქტიურად გვყავს სტუმრები არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან. ზოგადად რომ შევხედოთ ერთ, რომელიმე ბაზარს უმრავლესობა არ აქვს“, - განაცხადა კოკაიამ.

 „ინნ ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორი  Gudauri Inn-ის მაგალითზე ამბობს, რომ გაზრდილია საშუალო ღამისთევების მაჩვენებელიც. 

„ღამისთევების რაოდენობა გაზრდილია. ისიც გასათვალისწინებელია, რომ Gudauri Inn-მა კიდევ ერთი პრემიუმ კორპუსი დაამატა, სადაც 30 ნომერია. სადაც საშუალო ფასი ოდნავაა გაზრდილი, თუმცა დაკავებულობა და ზოგადი მაჩვენებელი ჩვენთან თითქმის 40%-ით გაიზარდა“, - აცხადებს ერეკლე კოკაია.

აღსანიშნავია, რომ Gudauri Inn-ის ახალი კორპუსი ოფიციალურად 30 დეკემბერს გაიხსნა და დღეისთვის სასტუმრო 115 ნომერს აერთიანებს, სადაც 90-მდე ადგილობრივია დასაქმებული. 

„ახალი კორპუსი 30 დეკემბერს გავხსენით და მიუხედავად იმისა, რომ სასტუმროში წინასწარ არის გაყიდვები, ჩვენს შემთხვევაში რადგან სეზონს დაემთხვა არც გაგვჭირვებია დაკავებულობა, რომ მაღალი შეგვენარჩუნებინა. გავიხსენით საახალწლოდ და დავამატეთ უფრო მაღალი დონის კორპუსი, სადაც ოთახების ზომაც დიდია. შენობას აქვს თავისი აუზები, ჯაკუზები, სამასაჟე სივრცე და დიდი საკონფერენციო დარბაზი“, - განმარტავს კოკაია. 

news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image 2026 წლის I კვარტალში ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 287.9 ათასით განისაზღვრა - საქსტატი

25.05.2026.11:15

2026 წლის I კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 287.9 ათასით განისაზღვრა, რომელთა მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 584.0 ათასი ერთეული შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა გაიზარდა 2.0 პროცენტით, ხოლო მათ მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 5.1 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

2026 წლის I კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 665.0 ათასით განისაზღვრა, რაც 6.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

ვიზიტორების უმრავლესობა, 36.2 პროცენტი, 51-70 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას მიეკუთვნებოდა, ქალების რაოდენობა კი ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 55.0 პროცენტს შეადგენდა.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 37.2 პროცენტი ქ. თბილისის მაცხოვრებელია, 15.2 პროცენტი მოდის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები შედარებით დაბალი წილებით არის წარმოდგენილი.

2026 წლის I კვარტალში ვიზიტების უმრავლესობა (54.7 პროცენტი) განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით.

საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა ქ. თბილისში (საშუალოდ 415.0 ათასი ვიზიტი თვეში) და იმერეთის რეგიონში (საშუალოდ 322.4 ათასი ვიზიტი თვეში).

2026 წლის I კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა განისაზღვრა 273.6 მილიონი ლარით, რაც 12.9 პროცენტით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, ერთ ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი გაიზარდა 7.4 პროცენტით და 172.7 ლარს გაუტოლდა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა