გუდაური, საქართველო - ევროპის 5 შეუფასებელი სამთო კურორტი, რომელსაც ამ ზამთარს უნდა ეწვიოთ - Tripadvisor
გავლენიანი სამოგზაურო პლატფორმა Tripadvisor მომხმარებელს საქართველოში მოგზაურობას და გუდაურში სრიალს ურჩევს.
„ევროპის 5 შეუფასებელი სამთო კურორტი, რომელსაც ამ ზამთარს უნდა ეწვიოთ“ - სტატიაში საქართველოსთან ერთად რუმინეთის, ბულგარეთის, ესპანეთისა და ანდორას ზამთრის კურორტები მოხვდნენ.
სტატიის ავტორმა, ცნობილმა მწერალმა და ბლოგერმა იოლანდა ევანსმა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესტურის ფარგლებში იმოგზაურა.
„გუდაური თბილისიდან სულ რაღაც 2 საათის სავალზეა, გუდაური ბიუჯეტური კურორტია, თუ გამოცდილი მოთხილამურე ხართ არ გამოტოვოთ ღამის სრიალი. პარაპლანი უმაღლესი სათავგადასავლო ტურია, დიახ, აქ ზამთარშიც შეიძლება გაფრენა. აუცილებლად დაიტოვეთ დრო თბილისისთვის, ან სრიალამდე, ან სრიალის შემდეგ და ეწვიეთ ძველ ქალაქს“, - წერს იოლანდა ევანსი.
იოლანდა ევანსი აღწერს გუდაურის კვების ობიექტებს, მკითხველს ურჩევს დააგემოვნოს ხაჭაპური, ჯიპ ტურით მოიარონ გერგეტის სამება, ანანურის ციხე და სხვა ისტორიული ადგილები.
ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა
27.11.2026.18:25
ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.
კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.