მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7180.8
0.006
flag
AZN 1.5305
-0.0004
flag
CNY 38.818
0.0018
flag
EUR 2.91
-0.0015
flag
GBP 3.4342
-0.0053
flag
KZT 57.78
-0.0044
flag
TRY 0.0529
0
flag
USD 2.6019
-0.0002
news banner

გუდაურმა შარშანდელზე გაცილებით უკეთესი შედეგი აჩვენა - მაია მურაჩაშვილი

news image
mbc image

კომპანია Iberia Tours Plus-ის დამფუძნებლის, მაია მურაჩაშვილის შეფასებით, გუდაურმა მიმდინარე ზამთრის სეზონზე შარშანდელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული შედეგები აჩვენა. მისი თქმით, ზრდა შეინიშნება როგორც ფინანსური მაჩვენებლების, ისე კურორტის ცნობადობისა და საერთო დატვირთულობის მიმართულებით.

„წელს გუდაურმა შარშანდელზე გაცილებით უკეთესი შედეგი დადო, როგორც ფინანსური კუთხით, ისე ცნობადობის და დატვირთულობის კუთხით,“ - აცხადებს მურაჩაშვილი. მისი განმარტებით, საშუალო დღიური ფასი დაახლოებით 25-30%-ით არის გაზრდილი, ხოლო დატვირთულობა - 10-12%-ით, რაც მკაფიოდ მიუთითებს მოთხოვნის ზრდაზე.

„მარტივად შემიძლია ვთქვა, რომ დაახლოებით 25-30 პროცენტით არის მომატებული საშუალო დღიური გაყიდვის ფასი, დატვირთულობაც კი 10-12%-ით მეტია შარშანდელთან შედარებით,“ - აღნიშნავს იგი. მურაჩაშვილის შეფასებით, კურორტზე მოთხოვნა იმდენად მაღალია, რომ აქცენტი უკვე თავისუფალი ადგილების ხელმისაწვდომობაზე კეთდება.

„კურორტზე მოთხოვნა ძალიან დიდია, თუ ადრე კონკურენტების საფასო პოლიტიკას ვაკვირდებოდით, ახლა ვაკვირდებით რამდენად აქვს ადგილი ან არ აქვს ადგილი; იმდენად გაივსო კურორტი. ძალიან ბევრი საერთაშორისო ვიზიტორი მოდის და მაღალ ფასად,“ - ამბობს მაია მურაჩაშვილი. „გუდაურში საერთაშორისო ვიზიტორები მზად არიან მაღალი ფასი გადაიხადონ, რაც ავტომატურად ზრდის მოთხოვნას მაღალი ხარისხის სერვისებზე, რაც კერძო სექტორისთვის დიდ სტიმულს წარმოადგენს“ აღნიშნავს იგი.

2025 წელს საქართველოში ტურისტული ვიზიტების რეკორდული რაოდენობა, 5,521,866 ვიზიტი დაფიქსირდა, რაც 2024 წელთან შედარებით 8.4%-იანი ზრდაა. ასევე რეკორდულად, 6%-ით გაიზარდა ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი და 4,690.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image ძალიან კარგად იყო შეხვედრები ორგანიზებული, საუკეთესო ადგილებში ჩატარდა და ყველგან იყო წარმოდგენილი ქართული ღვინო - მაია მურაჩაშვილი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგულ კამპანიაზე

08.10.2026.18:53

სკანდინავიის ქვეყნებში ტურიმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ წარმოებულ მარკეტინგულ კამპანიას ტურისტული კომპანია „Iberia Tours Plus“-ის დამფუძნებელი, მაია მურაჩაშვილი წარმატებებულად აფასებს.

„2018 წელს, ფინეთში გამართულ გამოფენაზე, ვიზიტორებს ჯერ კიდევ ვუხსნიდით, თუ სად მდებარეობდა საქართველო. 2022 წლისთვის უკვე ყველა მოსულმა იცოდა ჩვენი ქვეყნის შესახებ და ბევრი მათგანი ნამყოფიც კი იყო. 2026 წელს, ამ როუდშოუზე რომ ჩავედი, ცნობადობა კიდევ უფრო გაზრდილი დაგვხვდა, ადგილობრივები, მათ შორის ტაქსის მძღოლები თუ გამყიდველები, საქართველოს პირველივე ხსენებაზე იცნობენ და აღნიშნავენ, რომ შესანიშნავი ღვინო გვაქვს.

მინდა ვთქვა, რომ ძალიან კარგად იყო ეს შეხვედრები ორგანიზებული, საუკეთესო ადგილებში გვქონდა და ყველგან იყო წარმოდგენილი ქართული ღვინო. სწორედ ასეთი მაღალი მხარჯველუნარიანობის მქონე ქვეყნებიდან გვჭირდება მეტი ტურისტი ჩვენ“.-აღნიშნავს მაია მურაჩაშვილი.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, დანიაში, ნორვეგიასა და შვედეთში მასშტაბური მარკეტინგული კამპანია მიმდინარეობს. კამპანიის ფარგლებში, კოპენჰაგენში, ოსლოსა და სტოკჰოლმის ცენტრალურ ქუჩებსა და მოედნებზე, 500-მდე ლოკაციაზე, საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი გარე სარეკლამო ბანერები განთავსდა. პარალელურად B2B ფორმატის საინფორმაციო შეხვედრები და როუდშოუები გაიმართა, სადაც ქართულმა ტურისტულმა სექტორმა 50-ზე მეტ ადგილობრივ ტუროპერატორსა და მედიის წარმომადგენელს საქართველოს ტურისტული პროდუქტები და პოტენციალი გააცნო.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა