გუდაურში ექსკლუზიურად დამონტაჟდება მსოფლიოში გამოშვებული 25 ოქროს გათოვლიანების თოფიდან ერთ-ერთი | ლევან დარსალია
გუდაურში ექსკლუზიურად დამონტაჟდება მსოფლიოში გამოშვებული 25 ოქროს გათოვლიანების თოფიდან ერთ-ერთი, - ამის შესახებ მთის ტრასების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ლევან დარსალიამ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.
„წელს საკმაოდ აქტიურად ვემზადებით. ჩვენ ძალიან ბევრი საინტერესო ინფრასტრუქტურული პროექტი გვაქვს დაგეგმილი წელს და ეს სამუშაოები მიმდინარეობს.
გუდაურში მოხდება ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება, რაც უკავშირდება ახალი საბაგიროების დაყენებას, გათოვლიანების სისტემების დაყენებას და ასევე ახალი ტრასების გაჭრას და ღამის სრიალის დამატებას ერთ-ერთ ტრასაზე.
უფრო დეტალურად რომ გითხრათ, დაახლოებით 7500 მეტრის სიგრძის ტრასები აღიჭურვება გათოვლიანების სისტემით. აქვე მინდა ვთქვა, რომ რამდენიმე დღის წინ ჩამოვედი პოლონეთიდან, სადაც მოვინახულე ახალი გათოვლიანების თოფები. ძალიან ლამაზი იქნება. ერთ-ერთი გათოვლიანების თოფის მწარმოებელ კომპანიას შეუსრულდა 25 წელი, რომელიც ჩვენ გვაწვდის ამ გათოვლიანების აპარატს. ამ 25 წელთან დაკავშირებით 25 ოქროს გათოვლიანების თოფი აქვთ გამოშვებული და ერთ-ერთი დაყენდება გუდაურში, სწორედაც ექსკლუზიურად ჩვენი თხოვნით.
ასევე ორი ახალი, ბიგელის ტიპის საბაგირო დამონტაჟდება, ჯამში 1400 მეტრის სიგრძის, და 200-მეტრიანი ხალიჩა ასევე დაყენდება ზოოპარკის არეალში, რათა დამწყები მოთხილამურეებისთვის შევქმნათ ძალიან კარგი არეალი“, - აცხადებს ლევან დარსალია.
სხვა სიახლეები
გუდაურში ექსკლუზიურად დამონტაჟდება მსოფლიოში გამოშვებული 25 ოქროს გათოვლიანების თოფიდან ერთ-ერთი | ლევან დარსალია
10.11.2026.14:01