გუდაურში მოხდება ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება - მთის ტრასების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი
გუდაურში მოხდება ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება, - ამის შესახებ მთის ტრასების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ლევან დარსალიამ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.
„წელს საკმაოდ აქტიურად ვემზადებით. ჩვენ ძალიან ბევრი საინტერესო ინფრასტრუქტურული პროექტი გვაქვს დაგეგმილი წელს და ეს სამუშაოები მიმდინარეობს.
გუდაურში მოხდება ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება, რაც უკავშირდება ახალი საბაგიროების დაყენებას, გათოვლიანების სისტემების დაყენებას და ასევე ახალი ტრასების გაჭრას და ღამის სრიალის დამატებას ერთ-ერთ ტრასაზე.
უფრო დეტალურად რომ გითხრათ, დაახლოებით 7500 მეტრის სიგრძის ტრასები აღიჭურვება გათოვლიანების სისტემით. აქვე მინდა ვთქვა, რომ რამდენიმე დღის წინ ჩამოვედი პოლონეთიდან, სადაც მოვინახულე ახალი გათოვლიანების თოფები. ძალიან ლამაზი იქნება. ერთ-ერთი გათოვლიანების თოფის მწარმოებელ კომპანიას შეუსრულდა 25 წელი, რომელიც ჩვენ გვაწვდის ამ გათოვლიანების აპარატს. ამ 25 წელთან დაკავშირებით 25 ოქროს გათოვლიანების თოფი აქვთ გამოშვებული და ერთ-ერთი დაყენდება გუდაურში, სწორედაც ექსკლუზიურად ჩვენი თხოვნით.
ასევე ორი ახალი, ბიგელის ტიპის საბაგირო დამონტაჟდება, ჯამში 1400 მეტრის სიგრძის, და 200-მეტრიანი ხალიჩა ასევე დაყენდება ზოოპარკის არეალში, რათა დამწყები მოთხილამურეებისთვის შევქმნათ ძალიან კარგი არეალი“, - აცხადებს ლევან დარსალია.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა
27.11.2026.18:25
ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.
კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.