გუდაურში ორი ახალი საბაგირო შენდება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მთის ტრასების სააგენტო (MTA), 2023-2024 წლის ზამთრის სათხილამურო სეზონზე, ვიზიტორებს ორ ახალ საბაგირო კომპლექსს დაახვედრებს.
ეს არის 6-ადგილიანი, ღია სავარძლის ტიპის (ე.წ „ბაბლი“) საბაგიროების სიგრძე - 1249 და 1369 მეტრი იქნება. თითოეულის გამტარუნარიანობა კი, საათში 1800-2400 მგზავრს შეადგენს.
პროექტს ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებული კომპანია MTA ახორციელებს. ამჟამად გუდაურში გონდოლას ტიპის მხოლოდ ერთი საბაგირო ფუნქციონირებს.
საბაგირო ახალი გუდაურიდან დაიწყება და კუდების წინა ფერდზე დასრულდება. პროექტი დაჩქარებული წესით განხორციელდა, მომწოდებელთან კონტრაქტი უტენდეროდ გაფორმდა.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა
27.11.2026.18:25
ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.
კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.