მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

გვაქვს ამბიციური გეგმა, 2025 წლისთვის აჭარაში ვუმასპინძლოთ 6 მილიონ ტურისტს და შევქმნათ მასშტაბური ინფრასტრუქტურა - თორნიკე რიჟვაძე

news image
mbc image


დღეს ბათუმში, ტურიზმის ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დაჯილდოება იმართება. ბათუმი ''World Travel Awards''-ის ევროპის გალა ცერემონიას მასპინძლობს. საზოგადოებას სიტყვით მიმართა თორნიკე რიჟვაძემ და მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოების გალა ცერემონიის მასპინძლობის მნიშვნელობასა და ტურიზმის დინამიკაზე ისაუბრა. ,, განსაკუთრებით აღფრთოვანებული ვარ იმით, რომ წელს აღინიშნება მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოების 30 წლის იუბილე, რაც ამ ღონისძიებას კიდევ უფრო სადღესასწაულოს და ღირსშესანიშნავს ხდის. საქართველო მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქვეყანაა. მისი უნიკალური ანბანი, კულტურა, ღვინის დაყენების ტრადიცია და გამორჩეული ბუნება აღიარებულია იუნესკოს მიერ და დროში გამოგზაურებთ. ბოლო მონაცემებით, 2023 წლის 8 თვის განმავლობაში აჭარის რეგიონში ვიზიტების რაოდენობა 2 მილიონს აჭარბებს, რაც 2022 წელთან შედარებით 46%-იან, ხოლო 2019 წელთან შედარებით 20%-იან ზრდაზე მიუთითებს. ჩვენი მიზანია მომავალი წლისთვის ორმაგი, ხოლო 2025 წლისთვის - სამმაგი მაჩვენებელი გვქონდეს. გვსურს მოვაწყოთ ინფრასტრუქტურა ექვსი მილიონი ტურისტისთვის, რაც საკმაოდ ამბიციური გეგმაა, თუმცა, მზად ვართ გულდასმით შევასრულოთ გეგმის ყველა ეტაპი, რათა მივაღწიოთ სასურველ შედეგებს. ჩვენი გუნდი მუდმივად მუშაობს ტურისტული ინდუსტრიის გამრავალფეროვნებაზე, რათა ბათუმი, აჭარა გახდეს 4 სეზონის მიმართულება”- განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. ''World Travel Awards''-ის ღონისძიება 30 წელია ტარდება. ასობით ნომინაცია და ათასობით ნომინანტი კონტინენტებისა და ქვეყნების მიხედვით სხვადასხვა კატეგორიაშია გადანაწილებული. მათ შორისაა წამყვანი სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ტურისტული ატრაქციები, მიმართულებები, ტუროპერატორები, ასევე, საზღვაო, საგზაო, საჰაერო ტრანსპორტის კომპანიები. World Travel Awards-ს გალა ცერემონიას ბათუმში 20-ზე მეტი ქვეყნიდან ტურისტული ინდუსტრიის, საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები და უცხოელი ბლოგერები ესწრებიან. მათ შორის არიან Euronews, Wanderlust, Emerging Europe და EarthPix.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა

27.11.2026.18:25

ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.

კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა