იანვარ-ნოემბერში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 6.5%-ით გაიზარდა და 4.1 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა - Galt & Taggart
ნოემბერში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 6.3%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ Galt & Taggart-ის კვირის მიმოხილვაშია აღნიშნული. როგორც Galt & Taggart-ში განმარტავენ, 2024 წლის იანვარ-ნოემბერში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 6.5%-ით გაიზარდა.
„ჩვენი შეფასებით, 2024 წლის ნოემბერში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 6.3%-ით გაიზარდა და 280 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ჯამურად, 2024 წლის იანვარ-ნოემბერში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 6.5%-ით გაიზარდა და 4.1 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა ჩვენი შეფასებით“, - აღნიშნულია Galt & Taggart-ის მიმოხილვაში.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა
27.11.2026.18:25
ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.
კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.