მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7193.6
0.0062
flag
AZN 1.5246
-0.0008
flag
CNY 38.893
0
flag
EUR 2.8547
0.01
flag
GBP 3.4159
0
flag
KZT 57.61
-0.0068
flag
TRY 0.0514
0
flag
USD 2.5933
0.0006
news banner

იქნება მეტი პირდაპირი ფრენა ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან სამიზნე ქვეყნებთან - მარიამ ქვრივიშვილი

news image
mbc image

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, მიმდინარე წელი განსაკუთრებით წარმატებულად დაიწყო ტურიზმის ინდუსტრიისთვის. მისი თქმით, პირველ კვარტალში ჩვენმა ქვეყანამ უმასპინძლა 1,3 მლნ-ზე მეტ საერთაშორისო მოგზაურს, რამაც განაპირობა ის, რომ კვარტლის ჭრილში საქართველომ მიიღო რეკორდული შემოსავალი - 800 მლნ ამერიკულ დოლარზე მეტი. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, აღნიშნული მონაცემებით, საქართველომ სრულად აღადგინა კოვიდ-პანდემიამდელი მდგომარეობა, მეტიც, მას 40 პროცენტით გადააჭარბა. 

 

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, დადებითი დინამიკაა ასევე ფრენების კუთხითაც. „ჩვენ მიმდინარე წელსაც შევძელით და ქვეყნის ავიაბაზარზე შემოვიყვანეთ არაერთი ევროპული ავიაკომპანია, მათ შორის, ავსტრიული და ნიდერლანდური. აღნიშნული დინამიკა დადებითად აისახება მგზავრთნაკადის ზრდაზე. კერძოდ, აპრილი - მაისის მონაცემებით, მხოლოდ თბილისისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებმა უკვე უმასპინძლა 337,000-ზე მეტ მგზავრს, რაც 21 პროცენტით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. 7 პროცენტითაა გაზრდილი რეისებზე დატვირთულობის კოეფიციენტი. ასევე მიმდინარე და დაგეგმილ სანავიგაციო სეზონზე სრულდება 640-მდე პირდაპირი ფრენა კვირის განმავლობაში, რაც 15 პროცენტით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე," - აღნიშნა ქვრივიშვილმა.

 

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, მიმდინარე წლის სექტემბერში საქართველო უმასპინძლებს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ტურიზმის დღეს, რომლის ფარგლებშიც ქვეყანაში არაერთი საერთაშორისო დელეგატი, მათ შორის, ჟურნალისტები ჩამოვლენ.

 

„თითოეულ ჩვენგანს კერძო სექტორთან ერთად გვექნება შესაძლებლობა, ღირსეულად წარმოვადგინოთ ჩვენი ქვეყნის ტურიზმის შესაძლებლობები. ყოველივე ეს ქმნის პოზიტიურ მოლოდინებს, რომ ტურიზმის შედეგები იქნება კიდევ უფრო მეტად რეკორდული, ვუმასპინძლებთ უფრო მეტ საერთაშორისო მოგზაურს, შემოვიყვანთ ახალ ავიაკომპანიებს, იქნება მეტი პირდაპირი ფრენა ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან სამიზნე ქვეყნებთან და აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკოსებმა არ იხელმძღვანელონ ვიწრო პარტიული ინტერესებით, არ შექმნან ნეგატიური მოლოდინები და არ გაავრცელონ დეზინფორმაცია. პირველ რიგში ეს აზიანებს მცირე და საშუალო მეწარმეებს, რომლებიც პირდაპირ არიან ჩართულნი ტურიზმის ინდუსტრიაში და რა თქმა უნდა, აზიანებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას. მცირე და საშუალო მეწარმეებს საკმაოდ რთული გამოწვევებით სავსე გასული წლები ჰქონდათ. მათ, ჩვენთან ერთად, ძალიან ბევრი იშრომეს იმისთვის, რომ ასეთი წარმატებული შედეგები გვქონოდა წელს ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიაში," - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

 

მისივე თქმით, საერთო ძალისხმევით გაგრძელდება მნიშვნელოვანი პროექტები, რაც მიმდინარე წელს ტურიზმის ინდუსტრიის რეკორდულ მაჩვენებლებზე გასვლას უზრუნველყოფს.

 

„დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი მცირე და საშუალო მეწარმეები მიმდინარე წელს ბევრ ტურისტს უმასპინძლებენ, შექმნიან ახალ სამუშაო ადგილებს, ხოლო ტურიზმის ინდუსტრია შეიტანს მნიშვნელოვან წვლილს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაში," - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image 2026 წლის III კვარტალში საქართველოს აეროპორტები 3 მილიონ მგზავრს მოემსახურა, რაც 6.1%-ით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე | საქსტატი

19.11.2026.11:50

2026 წლის III კვარტალში საქართველოს აეროპორტები 3.0 მილიონ მგზავრს მოემსახურა1, რაც 6.1 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე — აეროპორტებიდან გაემგზავრა 1.5 მილიონი მგზავრი (6.0 პროცენტით მეტი), ხოლო აეროპორტებმა მიიღო 1.5 მილიონი მგზავრი (6.2 პროცენტით მეტი).

2026 წლის III კვარტალში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის 94.0 პროცენტი რეგულარულ ფრენებზე მოდიოდა.

2026 წლის III კვარტალში საქართველოს აეროპორტებში ტვირთისა და ფოსტის ნაკადის მოცულობამ 12.3 ათასი ტონა შეადგინა, საიდანაც 88.2 პროცენტი მიღებული ტვირთი და ფოსტა იყო, ხოლო 11.8 პროცენტი — გაგზავნილი.

2026 წლის III კვარტალში საქართველოს აეროპორტებში 0.8 ათასი სატვირთო რეისი განხორციელდა, რაც 9.2 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

2026 წლის III კვარტალში საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანილია 211.5 ათასი მგზავრი და გადატანილია 25.9 ათასი ტონა ტვირთი. აღნიშნულ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 14.4 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე, ხოლო გადატანილი ტვირთის მოცულობა 26.0 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა