მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7145.6
-0.0079
flag
AZN 1.5384
0.0018
flag
CNY 38.91
0.0061
flag
EUR 3.05
0.0035
flag
GBP 3.5665
0.0067
flag
KZT 57.12
-0.0003
flag
TRY 0.0544
0.0001
flag
USD 2.6153
0.0032
news banner

იმერეთი „გემოფესტისთვის“ ემზადება

news image
mbc image

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით 26, 27 და 28 ივნისს, ქუთაისში, გასტრონომიული ფესტივალი „გემოფესტი“ გაიმართება.

ფესტივალი სამივე დღეს 15:00 საათიდან 00:00 საათამდე ვერიკო ანჯაფარიძის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება, დასწრება თავისუფალია.

„გემოფესტში“ პირველად აფხაზეთიდან 10 მეწარმე მიიღებს მონაწილეობას. ჯამში ფესტივალზე 20-მდე მეწარმე და18 ვენდორი იქნება წარმოდგენილი.

ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა სამეწარმეო ბაზარი, ღვინისა და ხემსის პავილიონი, აგრო ზონა, საბავშვო სივრცე, გრილისა და ბარის ზონები.

„გემოფესტის“ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი იმერული კერძები და მონაწილეობა მიიღონ ფესტივალის გასართობ აქტივობებში.

ღონისძიების მუსიკალურ პროგრამას დიჯეები და ბენდი გააფორმებენ.

27 ივნისს კონცერტზე წარმოდგენილი იქნება უცხოელი შემსრულებელი - სერ ვალდო ვეზერსი, მსოფლიოში ცნობილი საქსოფონისტი, რომელიც ცნობილია, ჯეიმს ბრაუნთან ხანგრძლივი თანამშრომლობით.

27 ივნისს 18:00 საათზე ფესტივალზე უელსი - საქართველოს რაგბის ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის ჩვენება მოეწყობა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ფესტივალს გააშუქებენ საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებიც, „გემოფესტს“ დაესწრება ნიდერლანდებიდან ინფლუენსერი ვულფ ალექსანდერი გადამღებ ჯგუფთან ერთად.

ალექსანდერი საქართველოს გასტრო ტურისტული პოტენციალის შესახებ ვიდეორგოლს ამზადებს. ფესტივალზე წარმოდგენილები იქნებიან კულინარიისა და ტურიზმის თემებზე მომუშავე ჟურნალისტები არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან და ომანიდან, მედიის წარმომადგენლები საქართველოს ტურისტული მიმართულების, მათ შორის ქართული კერძებისა და ფესტივალების შესახებ სტატიებს მოამზადებენ.

„გემოფესტის“ მიზანია, საქართველოს რეგიონების მრავალფეროვანი სამზარეულოს პოპულარიზაცია და აღნიშნულ სფეროში მომუშავე ადგილობრივი მეწარმეების ხელშეწყობა. ფესტივალი ერთ სივრცეში გააერთიანებს ადგილობრივ მწარმოებლებს, მეწარმეებსა და გასტრონომიის მოყვარულებს, რაც რეგიონული პროდუქციის პოპულარიზაციასა და ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას შეუწყობს ხელს.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image როგორია ადგილობრივი ტურიზმის სტატისტიკა

24.08.2026.21:41

2026 წლის II კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 365.3 ათასით განისაზღვრა, რომელთა მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 699.1 ათასი ერთეული შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა შემცირდა 0.1 პროცენტით, ხოლო მათ მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 1.1 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

2026 წლის II კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 683.4 ათასით განისაზღვრა, რაც 1.3 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

ვიზიტორების უმრავლესობა, 36.1 პროცენტი, 51-70 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას მიეკუთვნებოდა, ქალების რაოდენობა კი ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 56.0 პროცენტს შეადგენდა.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 38.2 პროცენტი ქ. თბილისის მაცხოვრე- ბელია, 16.3 პროცენტი მოდის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები შედარებით დაბალი წილებით არის წარმოდგენილი.

2026 წლის II კვარტალში ვიზიტების უმრავლესობა (52.6 პროცენტი) განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით.

საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა იმერეთის რეგიონსა (საშუალოდ 377.4 ათასი ვიზიტი თვეში) და ქ. თბილისში (საშუალოდ 377.4 ათასი ვიზიტი თვეში).

2026 წლის II კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა განისაზღვრა 300.7 მილიონი ლარით, რაც 7.2 პროცენტით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, ერთ ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი გაიზარდა 6.0 პროცენტით და 177.0 ლარს გაუტოლდა. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა