მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7175.8
0.0014
flag
AZN 1.5515
-0.0003
flag
CNY 38.919
0.0101
flag
EUR 3.0147
0.0007
flag
GBP 3.539
0.0036
flag
KZT 56.35
-0.001
flag
TRY 0.0561
-0.0002
flag
USD 2.6371
-0.0005
news banner

ინდოეთიდან დიდი ინტერესია ქორწილების მიმართულებით, მეტსაც გეტყვით, ჩვენს სასტუმროს რამდენიმე ინდური ქორწილის გამასპინძლების გამოცდილება აქვს - ქეთი რეხვიაშვილი

news image
mbc image

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მასშტაბური კამპანიის მნიშვნელობაზე საუბრობს სასტუმრო „ბილტმორის“ წარმომადგენელი ქეთი რეხვიაშვილი. კამპანიის მიზანია საქართველოში მსხვილი, მაღალშემოსავლიანი ღონისძიებების ჩატარება. ქეთი რეხვიაშვილის თქმით, უკვე ხელი მოეწერა კონტრაქტს, რომლის ფარგლებში ინდოეთიდან საქართველოში, წელს მასშტაბური ქორწილი ჩატარდება.

„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილი კამპანია ინდოეთიდან ქორწილების მოზიდვასთან დაკავშირებით სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან ინდური ბაზარი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და მზარდია საქორწილო ტურიზმში. ინდური ქორწილები გამოირჩევა მრავალდღიანი პროგრამით, სტუმრების დიდი რაოდენობითა და მაღალი ბიუჯეტით, რაც პირდაპირ აისახება როგორც სასტუმროებზე, ასევე ავიაციაზე, სერვისებსა და მთლიანად, ეკონომიკაზე “ - აცხადებს სასტუმრო „ბილტმორის“ წარმომადგენელი ქეთი რეხვიაშვილი.

მისით თქმით, სწორი პოზიციონირებისა და კოორდინირებული მარკეტინგის შემთხვევაში ინდური ბაზარი საქართველოსთვის შეიძლება გახდეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება.

„ინდოეთიდან ინტერესი უკვე არსებობს ქორწილების მიმართულებით. მეტსაც გეტყვით, რომ სასტუმრო „ბილტმორს“ უკვე აქვს გამოცდილება რამდენიმე ინდური ქორწილის გამასპინძლების, რაც გვაძლევს პრაქტიკულ ცოდნას ინდური ქორწილების სპეციფიკის შესახებ, რაც მოიცავს: მრავალდღიან პროგრამებს, განსხვავებულ ცერემონიებს, თემატურ საღამოებს, სპეციალურს მენიუებს და დიდი რაოდენობით სტუმრებს. აღსანიშნავია, რომ ინდური ქორწილი არ არის ერთდღიანი ღონისძიება, ეს 3-5 დღიანი მასშტაბური ღონისძიებების სერიაა, რაც მოიცავს ინდური კულტურისთვის დამახასიათებელ აქტივობებს“,-აღნიშნავს ქეთი რეხვიაშვილი, მისი შეფასებით, კერძო სექტორი ხედავს პოტენციალს და მზად არის უფრო მასშტაბური ღონისძიებებისთვის.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ინდოეთიდან საქართველოში მასშტაბური ღონისძიებების, მათ შორის ქორწილების ჩასატარებლად სპეციალურ კამპანიას ატარებს.

პროექტის მიზანია ქართულმა კერძო სექტორმა მიიღოს პირდაპირი ეკონომიკური სარგებელი მაღალბიუჯეტური ღონისძიებების მასპინძლობით.

პროექტის ფარგლებში, საქართველოში, კერძო სექტორის წარმომადგენლებმა უკვე დააკონტრაქტეს მსხვილი, მაღალშემოსავლიანი ღონისძიებები ინდურ კომპანიებთან.

ასეთი ტიპის მსხვილ ღონისძიებებში ჩართულია სტუმართლმასპინძლობის სფერო: სასტუმროები, კვების ობიექტები, სერვისის მიმწოდებლები და აშ. რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ტურისტული სექტორის შემოსავალს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

კამპანიის მთავარი მიზანია, ინდოეთიდან მაღალმხარჯველი, ორგანიზებული ჯგუფების მოზიდვა და საქართველოს პოზიციონირება მსხვილი ღონისძიებების მიმართულებად.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სააკონვეციო და საგამოფენო ბიურო ახალ ბაზარზე აქტიურად მუშაობს, რაც გულისხმობს მსხვილი ინდური კომპანიებისთვის პრეზენტაციების ჩატარებას, საქართველოში გაცნობითი ტურების მოწყობას, ორმხრივი ბიზნეს შეხვედრების გამართვას, ქართული ტურისტული სექტორის წარმომადგენლებისთვის ტრენინგების ჩატარებას.

პროექტის მიზანია, ინდოეთიდან მაღალმხარჯველი, ორგანიზებული ჯგუფების მოზიდვა და საქართველოს პოზიციონირება მსხვილი ღონისძიებების მიმართულებად.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ინდოეთის უმსხვილეს ქალაქებში გაეცნენ

10.07.2026.10:46

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, ინდოეთში საქართველოს შესახებ როუდშოუ გაიმართა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. 

მასშტაბური ღონისძიებები ბენგალურუსა და ჩენაიში მოეწყო.

როუდშოუში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ელჩმა საქართველოში ვახტანგ ჯაოშვილმა.

როუდშოუში საქართველოდან 10 ქართული ტურისტული კომპანია მონაწილეობდა, ორივე ქალაქში გამართულ ღონისძიებას ინდოეთიდან 100-მდე ტუროპერატორი დაესწრო.

პრეზენტაციების პარალელურად, ღონისძიებები მოიცავდა სამუშაო შეხვედრებს B2B ფორმატში. ქართული და ინდური ტურისტული კომპანიებიების წარმომადგენლებმა შეხვედრებზე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოში ჯგუფური ტურების მოზიდვას საქმიანი ტურიზმის, სათავგადასავლო ტურიზმის, სამედიცინო და გამაჯანსაღებელი, ასევე საზღვაო და სამთო მიმართულებით.

ინდოეთი საქართველოსთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან და მზარდ ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ინდოეთის უმსხვილეს ქალაქებში განხორციელებული აქტივობები მიზნად ისახავს ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას და ინდოეთიდან მაღალმხარჯველი ტურისტული ნაკადების მოზიდვას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა