ირაკლი ღარიბაშვილი ფრენებზე - ჩვენ შევარჩიეთ მხოლოდ ის კომპანიები, რომლებიც არ არიან სანქცირებულნი
ჩამოვიდა რამდენიმე კვირის წინ ამერიკის, ბრიტანეთის და ევროკავშირის წარმომადგენლებისგან შემდგარი დელეგაცია, მათ განაცხადეს და მადლობაც გადაუხადეს მთავრობას, რომ ეფექტური სისტემა გვაქვს ჩვენ შექმნილი და ქვეყნის გამოყენება არ ხდება სანქციების გვერდით ავლისთვის, - ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები იყვნენ იმედგაცრუებულები.
„მე ამ საკითხზე ვერ გავაკეთებ კომენტარს, ერთი მინდა ვთქვა, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ განვითარდეს ტურიზმი ქვეყანაში, მეტი ტურისტი შემოვიდეს ქვეყანაში, რაც მთავარია იცით, რომ ჩვენ სწორი პოლიტიკა ავირჩიეთ თავიდანვე, ჩვენ განვსაზღვრეთ ის კომპანიები და შევარჩიეთ მხოლოდ ის კომპანიები, რომლებიც არ არიან სანქცირებულნი, როგორც მათი მფლობელები ასევე კომპანიები და ასევე ის თვითმფრინავები, რომლებიც დაფრინავენ საქართველოში, ეს არის მთავარი და ასევე მინდა ვთქვა, რომ მიუხედავად იმისა, გახსოვთ თქვენ, რომ მიუხედავად დელეგაციისა, რომელიც ჩამოვიდა რამდენიმე კვირის წინ ამერიკის, ბრიტანეთის და ევროკავშირის წარმომადგენლებისგან შემდგარი დელეგაცია, მათ განაცხადეს და მადლობაც გადაუხადეს მთავრობას, რომ ეფექტური სისტემა გვაქვს ჩვენ შექმნილი და ქვეყანა, ჩვენი ქვეყნის გამოყენება არ ხდება სანქციების გვერდით ავლისთვის არამედ პირიქით, ჩვენ ძალიან ეფექტურად ვახორციელებთ პოლიტიკას, ჩვენ ასევე მოვისმინეთ ძალიან ბევრი დეზინფორმაციული კამპანიები, იმედგაცრუებულები ვნახეთ ჩვენი ოპოზიციის წარმომადგენლები და ესეც მორიგი მტკიცებულება იმისა, თუ როგორ არ უფრთხილდებიან საკუთარ ქვეყანას და საკუთარი ქვეყნის იმიჯს და რეპუტაციას, ამის მიუხედავად ჩვენ გვაქვს ძალიან მაგარი სიტუაცია, გვაქვს მშვიდობა, გვაქვს სტაბილურობა, გვაქვს ძლიერი ეკონომიკური ზრდა, განვითარება. ჩვენ ეხლა მოვინახულეთ, როგორც გითხარით რეგიონები, განახლებული რეგიონები. ყველგან მიმდინარეობს მუშაობა და სამუშაო ადგილები იქმნება და ეს არის ჩვენთვის მთავარი, ეს არის მთავარი საზრუნავი, უსაფრთხოება და ეკონომიკური განვითარება", - განაცხადა პრემიერმა.
სხვა სიახლეები
„საქართველოს, როგორც უსაფრთხო, მრავალფეროვან და ავთენტურ მიმართულებას, მართლაც უსაზღვრო პოტენციალი აქვს“ - Expedia Group Advertising-ის უფროსი რეგიონული მენეჯერი
28.11.2026.18:01
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, თბილისში საერთაშორისო კონფერენცია - „მეტი, ვიდრე მოგზაურობა: მიმართულებიდან გამოცდილებამდე“ გაიმართა. ღონისძიებაში მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი სამოგზაურო პლატფორმის, Expedia Group Advertising-ის უფროსი რეგიონული მენეჯერი (EMEA), ლაურა მილოს სანჩესი მონაწილეობდა.
საერთაშორისო ექსპერტმა საქართველოს ტურისტული პოტენციალის შეფასებისას აღნიშნა, რომ ქვეყანას ახალი საერთაშორისო ვიზიტორების მოსაზიდად კარგი პოზიცია აქვს.
"ძალიან მნიშვნელოვანი და სასიამოვნოა, რომ ყველამ ერთ სივრცეში მოიყარა თავი. ავიაკომპანიები, ინდუსტრიის პარტნიორები, სასტუმროები, ასევე სხვადასხვა დარგის ექსპერტები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან აქ, თბილისში შეიკრიბნენ. როგორ შეგვიძლია საქართველოს კიდევ უფრო განვითარება? როგორ მოვიზიდოთ საქართველოში მეტი საერთაშორისო მოგზაური და როგორ გავაცნოთ მათ ქვეყნის ის რეგიონები და ადგილები, რომლებიც აქამდე არ უნახავთ? ვფიქრობ, როგორც უსაფრთხო მიმართულება, ქვეყანა ამჟამად ძალიან კარგ პოზიციაზეა და მასპინძლობს ახალ საერთაშორისო ვიზიტორებს, ასე რომ, პოტენციალი მართლაც უსაზღვროა. საქართველოს ჩემთვის განსაკუთრებული ადგილი უკავია. ეს არის იმდენად მრავალფეროვანი და ავთენტური ქვეყანა, რომ აუცილებლად უნდა გააცნოს საკუთარი თავი მთელ მსოფლიოს. - აღნიშნა ლაურა მილოს სანჩესმა.