მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ირაკლი ქარქაშაძე: ქართული ავიაკომპანიისთვის ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მსგავსი დიდი ზომის ე.წ. Wide Body საჰაერო ხომალდი ჰყავს

news image
mbc image

 

„ჯორჯიან ეარვეისმა“ ახალი ავიახომალდის „ბოინგ 767-300“ - ის პრეზენტაცია გამართა, რომლითაც ორშაბათს, 17 ივნისს, ქართველი ქომაგები გერმანიაში, საქართველოს ნაკრების საგულშემატკივროდ გაემგზავრებიან. სისტემებით. ,,ჯორჯიან ეარვეისი” ქართული ავიაკომპანიებიდან პირველია, რომელმაც მსგავსი ბორტი საქართველოს ავიაბაზარზე შემოიყვანა. ”ბოინგ 767-300“გამორჩეულია მაღალი უსაფრთხოებითა და მგზავრებისთვის განსაკუთრებული კომფორტით. ბორტის უპირატესობა ხანგრძლივი პირდაპირი ფრენების შესრულებაა. მას უწყვეტი 12 საათიანი პირდაპირი რეისის შესაძლებლობა გააჩნია.

ახალი ავიახომალდის პრეზენტაცია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა. მას პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე, „საქაერონავიგაციის“ ხელმძღვანელი გოჩა მეზვრიშვილი და თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე დაესწრნენ.

ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, ავიახომალდი ამ ეტაპზე რეისებს ჩინეთის, ტაილანდის და ინდოეთის ქალაქების მიმართულებით განახორციელებს.

,, მივესალმებით პირველ ფართოფიუზელაჟიან ე.წ. Wide Body ხომალდს საქართველოს ავიაციაში. ქართული ავიაკომპანიისთვის ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ასეთი დიდი ზომის საჰაერო ხომალდი ჰყავს. მისი ტევადობა 250 მგზავრზე მეტია და მას 12 საათამდე შეუძლია ფრენა, რაც უკვე საშუალებას გვაძლევს და ავიაკომპანიაც გეგმავს, რომ ჩინეთის მიმართულებით აქტიურად დაიწყოს ფრენები.

 ასევე. ტაილანდი და ინდოეთი ძალიან მნიშვნელოვანი ბაზრებია ჩვენთვის და მივესალმებით ამ მიმართულებების განვითარებას. რა თქმა უნდა ჩვენ ხელს შევუწყობთ ყველა ქართულ ავიაკომპანიას, განსაკუთრებით იმისთვის, რომ ავითვისოთ ახალი ბაზრები, მოვიზიდოთ უფრო მეტი ტურისტი ჩვენს აეროპორტებში და მადლობა მინდა გადავუხადო ,,ჯორჯიან ეირვეისის” ხელმძღვანელობას იმისთვის, რომ მუდმივად ზრუნავენ ქართული ავიაციის განვითარებისთვის და შესაძლებლობას აძლევენ, როგორც ქართველ ისე საერთაშორისო ვიზიტორებს, რომ იფრინონ საქართველოში და მოინახულონ ჩვენი ულამაზესი ქვეყანა,-‘’განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

ბორტი 250-ადგილიანია და მოიცავს პირველი კლასის სალონსაც. ყველა სავარძელი, როგორც პირველი და ბიზნეს კლასის, ასევე ეკონომ კლასის სავარძლები აღჭურვილია ინდივიდუალური მართვისა და მულტიმედია სისტემებით. „ჯორჯიან ეარლაინს გრუპის“ პრეზიდენტმა თამაზ გაიაშვილმა სტუმრებს ავიახომალდის მთავარი მაჩვენებლები და მუშაობის პრინციპი, უსაფრთხოების საკითხები, მაღალი სტანდარტები და ხომალდის სხვა უპირატესობები გააცნო.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა

27.11.2026.18:25

ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.

კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა