ისარგებლეთ 15%-იანი ფასდაკლებით დღეს | Wizz Air-ის შეთავაზება
|
თქვენთვის საინტერესო სიახლეებია! დღეს გთავაზობთ 15%-იან ფასდაკლებას შერჩეულ რეისებზე აგვისტოდან ოქტომბრის ჩათვლით. დაჯავშნეთ თქვენი ბილეთი, რომ გაიხანგრძლივოთ თავგადასავალი და ზაფხული აქციოთ შემეცნების, გართობისა და ხალისის დღესასწაულად. |
||
|
||
|
ეს პრომოაქცია მოქმედებს 2024 წლის 24 ივლისის 00:00 საათიდან 23:59 საათის ჩათვლით, ცენტრალური ევროპის ზაფხულის დროით, CEST („პრომოაქციის მოქმედების პერიოდი"). 15%-იანი ფასდაკლება ვრცელდება ტარიფზე და არ მოიცავს ადმინისტრაციულ მოსაკრებელს. 15%-იანი ფასდაკლება ვრცელდება შერჩეულ ფრენებზე, რომლებიც ხელმისაწვდომია https://wizzair.com-სა და WIZZ მობილურ აპში, პრომოაქციის მოქმედების პერიოდში. მგზავრობის პერიოდი შეზღუდულია 2024 წლის 1-ელი სექტემბრიდან 31 ოქტომბრამდე. პრომოაქცია ვრცელდება მხოლოდ იმ ჯავშნებზე, რომლებიც გაფორმდება https://wizzair.com-ზე ან WIZZ მობილურ აპში. პრომოაქცია არ ვრცელდება ჯგუფურ ჯავშნებზე. |
სხვა სიახლეები
Bike&Wine-ს პროექტის ფარგლებში, იტალიელმა ჟურნალისტებმა საქართველოს ღვინის რეგიონებში ველომოგზაურობა მოაწყვეს
13.11.2026.10:18
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, იტალიური მედიის წარმომადგენლებისთვის პრესტური „Bike & Wine Georgia“ გაიმართა
პრესტური იტალიელ მოგზაურებში საქართველოს, როგორც უძველესი ღვინის კულტურისა და გამორჩეული ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციის მიზნით გაიმართა.
„Bike&Wine“-ს პრესტური მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს იტალიის ტურისტულ ბაზარზე საქართველოს, როგორც მიმზიდველი მიმართულებისა და ღვინის უძველესი ტრადიციების მქონე ქვეყნის ცნობადობის ზრდას.
სპეციალიზებული მედიის წარმომადგენლები იტალიაში საქართველოს საელჩოს ჩართულობით შეირჩნენ.
პრესტურის ფარგლებში, ჟურნალისტებმა ველოსიპედებით მოიარეს დედაქალაქის ისტორიული უბნები, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებში ესტუმრნენ ღვინის მარნებს, მონაწილეობა მიიღეს რთველში, ღვინის დეგუსტაციებსა და ქართული სამზარეულოს მასტერკლასებში.
ოთხი დღის განმავლობაში, საქართველოში ტურის მიმდინარეობისას მომზადებული ფოტო-ვიდეო მასალა და სტატიები წამყვან იტალიურ მედიაპლატფორმებზე გამოქვეყნდება.