მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7169
-0.0041
flag
AZN 1.529
-0.0003
flag
CNY 38.822
-0.0012
flag
EUR 2.9074
0.0008
flag
GBP 3.4415
0.002
flag
KZT 57.93
0.0016
flag
TRY 0.0526
-0.0001
flag
USD 2.5989
-0.0005
news banner

ისრაელის ბაზარი ჩვენი სასტუმროებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა - ნათია გოგიძე

news image
mbc image

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ისრაელში, თელ-ავივის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე IMTM 2026 (International Mediterranean Tourism Market) მასშტაბური სტენდითაა წარდგენილი. ღონისძიებაში, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, 30-ზე მეტი ქართული ტურისტული კომპანია და სასტუმრო მონაწილეობს, რაც ქვეყნის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენასა და ახალი კავშირების დამყარებას ემსახურება.

გამოფენის მიმდინარეობას ბათუმში მდებარე სასტუმროების The Grandeur Hotel-ის და White Sails-ის წარმომადგენელი ნათია გოგიძე დადებითად აფასებს და აღნიშნავს, რომ კერძო სექტორისთვის IMTM 2026-ში მონაწილეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მისი თქმით, ისრაელის ბაზარი სასტუმროებისთვის სტრატეგიულად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რაც ყოველდღიურ ტურისტულ ნაკადებსა და სეზონურ დატვირთვაზეც მკაფიოდ აისახება.

გოგიძის შეფასებით, გამოფენაზე კერძო სექტორის აქტიურობამ და პარტნიორების მხრიდან ინტერესმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ისრაელის ბაზრის მაღალი პოტენციალი საქართველოსთვის. მისი თქმით, სასტუმროები, რომლებიც ისრაელელი სტუმრების საჭიროებებსა და მოლოდინებზე არიან მორგებული, განსაკუთრებულ ინტერესს იწვევენ და ეს რეალურ შედეგებშიც აისახება.

„ჩვენთვის ისრაელის ბაზარი ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ყოველდღიურად ძალიან ბევრ ისრაელელ სტუმარს ვმასპინძლობთ… ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ გამოფენაზე ჩამოსვლა და საკმაოდ კარგი შედეგებით მივდივართ აქედან, არსებულ პარტნიორებთან გავამყარეთ ურთიერთობები, საკმაოდ ბევრი ახალი პარტნიორი გავიცანით და იმედი გვაქვს, რომ კარგი სეზონი გველოდება წინ“, – აღნიშნავს ნათია გოგიძე.

თელ-ავივის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა ახლო აღმოსავლეთში ერთ-ერთი უდიდესია და მას წელს 20 ათასზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს. საქართველოს სტენდთან მისულ სტუმრებს საშუალება აქვთ, ქართული პროდუქტები დააგემოვნონ და ქვეყნის კურორტებისა და ტურისტულად მიმზიდველი ადგილების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, ბერლინისა და ვარშავის მთავარ ქუჩებსა და მოედნებზე, 300-მდე ცენტრალურ ლოკაციაზე საქართველოს ტურისტული მიმართულების ამსახველი გარე სარეკლამო ბანერები განთავსდა

14.10.2026.10:07

გერმანიისა და პოლონეთის დედაქალაქებში განთავსებულ სარეკლამო ბანერებზე საქართველოს სამთო კურორტები, მრავალფეროვანი ბუნება და კულტურული მემკვიდრეობაა წარმოდგენილი.

ევროპის სტრატეგიულ ბაზრებზე საქართველოს პოპულარიზაციის მიზნით, გარე რეკლამასთან ერთად, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პოლონეთსა და გერმანიაში ტურისტული როუდშოუების სერია გამართა.

საპრეზენტაციო ღონისძიებები და B2B ფორმატის შეხვედრები ოთხ ქალაქში - ვარშავაში, ბერლინში, მიუნხენსა და ფრანკფურტში ჩატარდა.

ოთხივე ქალაქში გამართულ როუდშოუებსა და ბიზნესშეხვედრებში ჯამში 150-მდე გერმანულმა და პოლონურმა ტურისტულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა