საფრანგეთს, ავსტრიასა და იტალიას შორის, საქართველო ჩვენთვის N1 მიმართულებაა - ისრაელის წამყვანი ტუროპერატორის Skideal-ის აღმასრულებელი დირექტორი
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ლონდონში, ტურიზმის გლობალურ გამოფენაზე World Travel Market (WTM) London 2026 მიიღო მონაწილეობა. საქართველოს ეროვნულ სტენდთან მოსულ ვიზიტორებსა და სექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ქვეყნის ტურისტულ მიმართულებებს, პროდუქტებს, კულტურულ-ისტორიულ მემკვიდრეობასა და ოთხსეზონიან ტურისტულ პოტენციალს გაცნობოდნენ.
გამოფენაზე საქართველოს ტურისტულ შესაძლებლობებს გამოეხმაურა ისრაელის წამყვანი სამთო-სათხილამურო კომპანია „Skideal“-ის აღმასრულებელი დირექტორი რონენ კაცი:
„ჩვენთვის საქართველო წამყვანი მიმართულებაა. ვმუშაობთ ავსტრიასთან, იტალიასთან, საფრანგეთთან, ბულგარეთთან, და მათ რომ შევადაროთ, საქართველო მაინც პირველ ადგილზეა. პირველ რიგში იმიტომ, რომ აქ დიდი კულტურაა. უზომოდ გვიყვარს ქართველი ხალხი და მათი მასპინძლობა. ჩვენი კლიენტები ამბობენ, რომ საქართველოში ჩამოსვლისას ისეთი შეგრძნება აქვთ, თითქოს გულში ჩაიკრეს; ამას ემატება შესანიშნავი სამზარეულოც. თუმცა, ვფიქრობ, თქვენი მთავარი განძი მაინც ხალხი და ეს მიწაა, რადგან საქართველო წარმოუდგენლად ლამაზია“, - განაცხადა რონენ კაცმა.
WTM London 2026 საერთაშორისო გამოფენაზე ქართულმა სექტორმა უცხოელ ტუროპერატორებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ორმხრივი საქმიანი შეხვედრები გამართა.
სხვა სიახლეები
ლონდონში, WTM-ის გამოფენაზე საქართველოს მიმართ საკმაოდ დიდი დაინტერესებაა - Gorgeous Trips-ის წარმომადგენელი
06.11.2026.14:08
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ლონდონის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე World Travel Market 2026-ზე ეროვნული სტენდით წარდგა. გამოფენაში. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთდ, 20-მდე ქართული კერძო კომპანია მონაწილეობდა.
ტურისტული კომპანია „Gorgeous Trips“-ის წარმომადგენელი ლელა ქორჩილავას თქმით, WTM London და მსგავსი საერთაშორისო პლატფორმები საქართველოს საშუალებას აძლევს, კიდევ უფრო მეტი მოგზაური მოიზიდოს დასავლეთის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან.
„ლონდონში, WTM-ის გამოფენაზე ვიმყოფებით და ვხედავთ, რომ საქართველოს მიმართ საკმაოდ დიდი დაინტერესებაა. როგორც ჩვენი კომპანიისთვის, ისე მთლიანად ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვყავდეს მეტი ტურისტი დასავლეთიდან. შესაბამისად, მივიჩნევთ, რომ ამ გამოფენაში მონაწილეობა დიდი წარმატებაა, რაც მოგვცემს საშუალებას, კიდევ უფრო მეტი დაინტერესებული ვიზიტორი მოვიზიდოთ დასავლეთიდან და, კერძოდ, დიდი ბრიტანეთიდან” - აღნიშნავს ლელა ქორჩილავა.