მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7262.2
0.0061
flag
AZN 1.5833
-0.0003
flag
CNY 39.422
0.0031
flag
EUR 3.15
0.0001
flag
GBP 3.6369
0.0011
flag
KZT 58.11
-0.0003
flag
TRY 0.0596
-0.0001
flag
USD 2.6916
-0.0004

ITB Berlin-ზე ჩვენი სტენდი საშუალებას გვაძლევს, მეტი ადამიანი დავარწმუნოთ, რომ საქართველოში ჩამოვიდეს - შალვა ხუციშვილი

news image

კომპანია „Georgian Bus" და „Time for Georgia"-ს დირექტორის, შალვა ხუციშვილის განცხადებით, ITB Berlin 2026-ის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა ერთ-ერთი მთავარი შესაძლებლობაა ქართული ტურისტული პროდუქტების საერთაშორისო აუდიტორიისთვის წარსადგენად და როგორც არსებულ, ისე ახალ პარტნიორებთან კავშირების გასამყარებლად.

„ITB Berlin-ი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოფენაა, რომელსაც უკვე მეოთხე წელია ვესწრებით. მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ გვაქვს შესაძლებლობა უკვე არსებულ პარტნიორებს შევხვდეთ, ჩვენი ახალი პროდუქტები და სიახლეები გავაცნოთ, მათი აზრიც მოვისმინოთ და დავაკონტრაქტოთ ჯგუფები, რომლებიც ზაფხულში და მომავალ წელს ჩამოვლენ. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ახალი პარტნიორების გაცნობა, როგორც გერმანიიდან, ისე მთელი მსოფლიოდან, იმიტომ რომ ერთ სივრცეში ბევრი შეხვედრის ჩატარება შეგვიძლია" - აღნიშნავს შალვა ხუციშვილი.

მისი შეფასებით, ბერლინის გამოფენა უნიკალური შესაძლებლობაა ქვეყნის პოპულარიზაციისთვის, რაც მრავალ ტურისტს დაარწმუნებს, რომ ესტუმრონ საქართველოს. „ვფიქრობ, საქართველოს სტენდის ქონა ITB-ზე ძალიან მნიშვნელოვანია: ვაცნობთ სიახლეებს ჩვენს ქვეყანაზე და სწორად უნდა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა, რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანი დავარწმუნოთ, ჩამოვიდეს საქართველოში" - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გერმანიაში, ITB Berlin 2026-ის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს. გამოფენაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან, ასევე იმერეთისა და სვანეთის დანიშნულების მართვის ორგანიზაციებთან ერთად არის წარდგენილი. გამოფენაში 15-მდე ტურისტული კომპანია და სასტუმრო მონაწილეობს.
ITB Berlin 2026 გამოფენა საშუალებას აძლევს ქართულ კომპანიებს საერთაშორისო ბაზრებზე პოზიციონირება განახორციელონ, შექმნან ტურისტული პაკეტები და მოიზიდონ მაღალმხარჯველი საერთაშორისო ვიზიტორები. გამოფენის სამი დღის განმავლობაში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 200-ზე მეტი საქმიანი შეხვედრა გამართა საერთაშორისო ტურისტულ სააგენტოებთან, მედია ორგანიზაციებთან და PR პლატფორმებთან, მათ შორის Booking, BBC, National Geographic, Wanderlust, Lonely Planet, TUI და Conde Nast Traveler და სხვ.

გერმანია საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული ბაზარია: 2025 წელს გერმანიიდან საქართველოში 83,656 საერთაშორისო მოგზაური ჩამოვიდა, რაც 6.4%-ით მეტია 2024 წელთან შედარებით, ფრენებს უზრუნველყოფენ Georgian Airways, Lufthansa და Wizz Air, კვირაში 19 სიხშირით.

news banner news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image აჭარის პოპულარიზაცია პოპულარულ ტურისტულ პლატფორმაზე Toncheng Travel იგეგმება

29.04.2026.12:08

ჩინეთის წამყვან ონლაინ ტურისტული პლატფორმაზე ,,Toncheng Travel’’ აჭარის ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია იგეგმება. მასშტაბური ციფრული პლატფორმა, რომელიც რამდენიმე მილიონიან აუდიტორიას მოგზაურობასთან დაკავშირებულ სრულ სერვისებს სთავაზობს, აჭარის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტების შესახებ მიაწვდის ინფორმაციას. გვერდის მარკეტინგის ხელმძღვანელმა აჭარაში მიმდინარე კვირას იმოგზაურა და თავად გამოსცადა ის ტურისტული პროდუქტები და სერვისები, რასაც აჭარა საერთაშორისო მოგზაურებს სთავაზობს.

Tongcheng Travel წარმოდგენილია სხვადასხვა სოციალურ პლატფორმასა და ციფრულ პორტალებზე. განსაკუთრებით აღსანიშნავია WeChat-ის მინიპროგრამა, რომელიც ყოველთვიურად დაახლოებით 280 მილიონ აქტიურ მომხმარებელს აერთიანებს, ასევე Weibo, სადაც კომპანიის გვერდს დაახლოებით 180,000 გამომწერი ჰყავს. აღნიშნულ პლატფორმებზე კონტენტის საერთო ჩართულობა (გაზიარებები, მოწონებები და კომენტარები) დაახლოებით 1.5 მილიონს აღწევს, რაც უზრუნველყოფს მასალების მაღალ ხილვადობასა და მომხმარებელთან ეფექტურ კომუნიკაციას. ტურის ფარგლებში შექმნილი სარეკლამო მასალის გამოყენება Toncheng travel-ის სოციალური არხების მეშვეობით იგეგმება, რაც აჭარის რეგიონის, როგორც მიმზიდველი ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციასა და ცნობადობის გაზრდას შეუწყობს ხელს.

მიმდინარე წლის მარტიდან, პოპულარულ ჩინურ პლატფორმებზე Douyin, Red Note და Weibo ასევე მიმდინარეობს აჭარის 9 თვიანი სარეკლამო კამპანია. კამპანიის ფარგლებში, აღნიშნულ გვერდებზე შეიქმნა ბათუმის საპრომოციო გვერდი Visit Batumi, რომლის მეშვეობით გვერდის მომხმარებლებს აჭარის და ზოგადად, საქართველოს ტურისტული პროდუქტების შესახებ მიეწოდებათ ინფორმაცია. კამპანიის ფარგლებში, ჩინური გვერდების მილიონობით მომხმარებელი ეცნობა აჭარის სამთო-სათავგადასავლო, ეკოტურისტულ და საზღვაო ტურისტულ ადგილებს და წარმოდგენას იქმნის ბათუმის, როგორც ოთხივე სეზონზე მიმზდველი ახალი ტურისტული მიმართულების შესახებ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონს წელს შანხაის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზეც წარადგენს, რომელზეც საქართველო ITB CHINA 2026-ს პარტნიორი ქვეყნის სტატუსით იქნება წარმოდგენილი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა