მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7179.7
-0.018
flag
AZN 1.5273
0.0001
flag
CNY 38.961
0.0029
flag
EUR 2.8934
0.0059
flag
GBP 3.4585
0.0122
flag
KZT 57.3
0.0039
flag
TRY 0.0521
0
flag
USD 2.5959
0.0002
news banner

ITB China-ს ფარგლებში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 20-მდე ჩინელ ტუროპერატორსა და მედიის წარმომადგენელს უმასპინძლა

news image
mbc image

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ჩინეთის უმსხვილეს ტურისტულ გამოფენასთან ITB China-ს თანამშრომლობის ფარგლებში, ჩინეთის ტურიზმის სფეროსა და მედიის წარმომადგენლებისთვის გაცნობითი ტური გამართა.

ვიზიტისას ჩინეთის მსხვილი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები ქართველ კოლეგებს B2B ფორმატის ფარგლებში შეხვდნენ. ქართული კერძო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე თანამშრომლობის გაღრმავებისა და საქართველოში ერთობლივი ტურების მოწყობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო მაისში, ჩინეთში, შანხაიში დაგეგმილი ITB China-ს გამოფენაზე საქართველოს განსაკუთრებული სტატუსით წარდგენას. შეხვედრას 20-მდე ჩინური კომპანიისა და 40-მდე ქართული კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო.

„საქართველოში ვუმასპინძლეთ ჩინეთის მაღალი რეპუტაციის მქონე კომპანიებს. 20-მდე ჩინელი ბაიერი საქართველოში 40 კომპანიის წარმომადგენელს შეხვდა. ეს შეხვედრები ჩვენი კამპანიის ფარგლებში გაიმართა, სადაც ქართველებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ჩინურ კომპანიებთან ურთიერთობები დაემყარებინათ და ესაუბრათ მომავალ ბიზნესზე. როგორც იცით, წელს ITB ჩინეთის პარტნიორი ქვეყანა ვართ. სწორედ ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ღონისძიება, რომელიც ჩინეთის ბაზარზე საქართველოს კიდევ ერთხელ სახელს გაუთქვამს და შესაძლებლობა მოგვეცემა, ჩვენი ქვეყნის შესახებ ცნობადობა გავზარდოთ, ბიზნესს ხელი შევუწყოთ და ამით საქართველოში უფრო მეტი ჩინელი მოგზაური მოვიზიდოთ“,-განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ.

ტურის ფარგლებში ჩინელი ტუროპერატორები და მედიის წარმომადგენლები ესტუმრნენ ძველ თბილისს, მცხეთას და მუხრანს. გაეცნენ კულტურულად საინტერესო ადგილებს, დააგემოვნეს ქართული კერძები და ღვინო.

„ძალიან მიხარია, რომ მომეცა შესაძლებლობა, ITB-ის გუნდთან ერთად ვესტუმრო საქართველოს. ჩვენი პლატფორმა ჩინეთში 100 მილიონზე მეტ მოგზაურს ემსახურება.
ჩვენს საიტზე უკვე განთავსებულია უამრავი სამოგზაურო ინფორმაცია საქართველოს შესახებ. საქართველო სულ უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს ჩინელ მოგზაურებში. მოველით უფრო მჭიდრო თანამშრომლობას ქართულ მხარესთან. ვიცი, რომ საქართველო ITB China 2026-ის მასპინძელი ქვეყანაა. მოუთმენლად ველით შანხაიში საქართველოს წარდგენას“,-ამბობს სამოგზაურო პლატფორმა Qyer-ის წარმომადგენელი ლი ცუი.

წელს, 26-28 მაისს საქართველო ჩინეთში, შანხაიში, აზიაში ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული გამოფენის ITB China-ს პარტნიორი ქვეყანა იქნება.

პარტნიორი ქვეყნის სტატუსი საქართველოს მაღალ ხილვადობასა და სხვადასხვა სახის აქტივობებს გულისხმობს.

ITB CHINA 2026-ზე საქართველოს საპრომოციო სტენდს 400 კვადრატული მეტრი დაეთმობა, სადაც კულტურული წარმოდგენები, გასტრონომიისა და ღვინის მასტერკლასები და დეგუსტაციები გაიმართება. გამოფენაზე 70-მდე ქართული კომპანია მიიღებს მონაწილეობას, გაიმართება პრეზენტაციები და სამუშაო შეხვედრები.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ქართული კულტურა, ფოლკლორი, გასტრონომია, მუსიკალური პროგრამა და ღვინის დეგუსტაცია. საქართველოს შესახებ ვიდეორგოლები ჩინური მედიითა და ციფრული არხებით გაშუქდება.

ITB CHINA 2026-ზე საქართველოს პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგენა ჩინეთსა და აზიის ქვეყნებში ქვეყნის ცნობადობის ამაღლებასა და ტურისტული ნაკადების მოზიდვას შეუწყობს ხელს.

გასულ წელს, ITB CHINA-ს გამოფენას ჯამში 21 000-მდე ვიზიტორი, 1,400-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენელი და 85 ქვეყნიდან 700 მონაწილე ესწრებოდა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image სვანეთი ფრირაიდის მსოფლიო ტურს მეოთხედ უმასპინძლებს

29.10.2026.18:13

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის ტრასების სააგენტოს“ (MTA) ორგანიზებით, 2027 წლის 20-26 თებერვლის ჩათვლით, სვანეთში, კურორტ თეთნულდზე, ფრირაიდის მსოფლიო ტური გაიმართება. შეჯიბრების კონკრეტული დღე ამინდისა და თოვლის პირობებიდან გამომდინარე გადაწყდება.

საქართველო მეოთხე წელია ფრირაიდის მსოფლიო ტურის კალენდარშია და კვლავ იმ ექვს ექსკლუზიურ ქვეყანას შორისაა, რომლებიც მსოფლიოს გამორჩეულ ფრირაიდერებს მასპინძლობენ. 2027 წლის სეზონზე ტურის ეტაპები ესპანეთში, საფრანგეთში, საქართველოში, ავსტრიაში, აშშ-სა და შვეიცარიაში ჩატარდება. საიუბილეო, მე-20 სეზონზე 53 სპორტსმენი თხილამურებითა და სნოუბორდით სრიალში, ქალებისა და კაცების ოთხ კატეგორიაში, ჩემპიონობისთვის იბრძოლებს.

საქართველომ ფრირაიდის მსოფლიო ტურს პირველად 2024 წელს უმასპინძლა. საერთაშორისო კალენდარში დამკვიდრებამ მესტიისა და თეთნულდის, როგორც ფრირაიდის მიმართულების, ცნობადობის ზრდას შეუწყო ხელი. საქართველოს მთების ბუნებრივი რელიეფი და გაუკვალავ თოვლში სრიალის შესაძლებლობები ქვეყანას ამ სპორტის მოყვარულებისთვის მიმზიდველ ადგილად აქცევს.

საქართველოში მსოფლიო ტურის მასპინძლობა მნიშვნელოვანია ზამთრის სპორტისა და სამთო ტურიზმის განვითარებისთვის. ღონისძიება ქვეყნის შესაძლებლობებს საერთაშორისო აუდიტორიას აცნობს და ხელს უწყობს სვანეთის, როგორც სათხილამურო და სათავგადასავლო ტურიზმის მიმართულების, პოპულარიზაციას.

ფრირაიდი ბუნებრივ, რთულ მთიან რელიეფზე, გაუკვალავ თოვლში თხილამურებითა და სნოუბორდით სრიალს გულისხმობს. მსოფლიო ტური 2008 წლიდან ტარდება. 2022 წლის დეკემბრიდან FWT საერთაშორისო სათხილამურო და სნოუბორდის ფედერაციის (FIS) ნაწილია. 2026 წლიდან კი ფრირაიდი პირველად შევიდა ზამთრის ოლიმპიური თამაშების პროგრამაში. მისი ოლიმპიური დებიუტი 2030 წელს, საფრანგეთის ალპებში გაიმართება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა