მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7179.7
-0.018
flag
AZN 1.5273
0.0001
flag
CNY 38.961
0.0029
flag
EUR 2.8934
0.0059
flag
GBP 3.4585
0.0122
flag
KZT 57.3
0.0039
flag
TRY 0.0521
0
flag
USD 2.5959
0.0002
news banner

ITB China-ზე პარტნიორი ქვეყნის სტატუსი საქართველოს ჩინეთიდან მეტი ტურისტის მოზიდვაში დაეხმარება - ანა გვაზავა

news image
mbc image

კომპანია Voyageur-ის ბიზნესის განვითარების მენეჯერის, ანა გვაზავას განცხადებით, ITB China-ში საქართველოს პარტნიორი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობა ჩინეთის ბაზარზე ქვეყნის ცნობადობასა და ტურისტული ნაკადების ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

„საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია ITB China-ში მონაწილეობა, მით უფრო, პარტნიორი ქვეყნის სტატუსით. ეს ქვეყანას საშუალებას მისცემს, კიდევ უფრო მეტი ტურისტი მიიღოს ჩინეთიდან. ჩინეთის ბაზარი ძალიან დიდია და ჩვენ უკვე ვხედავთ მზარდ ინტერესს. 2025 წელს საქართველომ ჩინეთიდან 128 ათასი ვიზიტორი მიიღო, რაც წინა წელთან შედარებით, დაახლოებით 40%-იანი ზრდაა. ზაფხულიდან პირდაპირი ფრენებიც დაიწყება, კვირაში სამი სიხშირით, რაც კიდევ უფრო მეტი ვიზიტორის ჩამოყვანის შესაძლებლობას მოგვცემს. გამოფენაზე შევძლებთ უფრო წარმატებულად ვითანამშრომლოთ ჩინეთის ბაზართან, წინასწარ გვაქვს დაგეგმილი შეხვედრები, განსაკუთრებით, MICE ტურიზმისა და ინდივიდუალური მოგზაურობის მიმართულებით.“ - განაცხადა ანა გვაზავამ.

ITB China 2026-ზე საქართველოს პარტნიორი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობა ქვეყნის ცნობადობის ზრდასა და ახალი ტურისტული ნაკადების მოზიდვას შეუწყობს ხელს. გამოფენის ფარგლებში გაიმართება ბიზნესშეხვედრები, ტურისტული პრეზენტაციები და ქართული კულტურისა და გასტრონომიის წარდგენა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image სვანეთი ფრირაიდის მსოფლიო ტურს მეოთხედ უმასპინძლებს

29.10.2026.18:13

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის ტრასების სააგენტოს“ (MTA) ორგანიზებით, 2027 წლის 20-26 თებერვლის ჩათვლით, სვანეთში, კურორტ თეთნულდზე, ფრირაიდის მსოფლიო ტური გაიმართება. შეჯიბრების კონკრეტული დღე ამინდისა და თოვლის პირობებიდან გამომდინარე გადაწყდება.

საქართველო მეოთხე წელია ფრირაიდის მსოფლიო ტურის კალენდარშია და კვლავ იმ ექვს ექსკლუზიურ ქვეყანას შორისაა, რომლებიც მსოფლიოს გამორჩეულ ფრირაიდერებს მასპინძლობენ. 2027 წლის სეზონზე ტურის ეტაპები ესპანეთში, საფრანგეთში, საქართველოში, ავსტრიაში, აშშ-სა და შვეიცარიაში ჩატარდება. საიუბილეო, მე-20 სეზონზე 53 სპორტსმენი თხილამურებითა და სნოუბორდით სრიალში, ქალებისა და კაცების ოთხ კატეგორიაში, ჩემპიონობისთვის იბრძოლებს.

საქართველომ ფრირაიდის მსოფლიო ტურს პირველად 2024 წელს უმასპინძლა. საერთაშორისო კალენდარში დამკვიდრებამ მესტიისა და თეთნულდის, როგორც ფრირაიდის მიმართულების, ცნობადობის ზრდას შეუწყო ხელი. საქართველოს მთების ბუნებრივი რელიეფი და გაუკვალავ თოვლში სრიალის შესაძლებლობები ქვეყანას ამ სპორტის მოყვარულებისთვის მიმზიდველ ადგილად აქცევს.

საქართველოში მსოფლიო ტურის მასპინძლობა მნიშვნელოვანია ზამთრის სპორტისა და სამთო ტურიზმის განვითარებისთვის. ღონისძიება ქვეყნის შესაძლებლობებს საერთაშორისო აუდიტორიას აცნობს და ხელს უწყობს სვანეთის, როგორც სათხილამურო და სათავგადასავლო ტურიზმის მიმართულების, პოპულარიზაციას.

ფრირაიდი ბუნებრივ, რთულ მთიან რელიეფზე, გაუკვალავ თოვლში თხილამურებითა და სნოუბორდით სრიალს გულისხმობს. მსოფლიო ტური 2008 წლიდან ტარდება. 2022 წლის დეკემბრიდან FWT საერთაშორისო სათხილამურო და სნოუბორდის ფედერაციის (FIS) ნაწილია. 2026 წლიდან კი ფრირაიდი პირველად შევიდა ზამთრის ოლიმპიური თამაშების პროგრამაში. მისი ოლიმპიური დებიუტი 2030 წელს, საფრანგეთის ალპებში გაიმართება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა