ITB China-ზე პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგენა საქართველოს ჩინურ ბაზარზე მეტ შესაძლებლობას აძლევს - ია გედევანიშვილი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საერთაშორისო გამოფენაში მონაწილე ქართულ კომპანიებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
ტურისტული კომპანია „Check-in Group“-ის გენერალური დირექტორისა და დამფუძნებლის, ია გედევანიშვილის განცხადებით, ჩინეთის ბაზარი საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მიმართულებაა, პარტნიორი ქვეყნის სტატუსით გამოფენაში მონაწილეობა კი საქართველოს ტურისტული პოტენციალის წარმოჩენისთვის მნიშვნელოვან შესაძლებლობას ქმნის.
„ძალიან დიდი იმედებით ვუყურებ ჩინურ ბაზარს. გამოფენის ფარგლებში დაახლოებით 70 შეხვედრა მაქვს დაგეგმილი. ეს არის ძალიან სერიოზული სამუშაო პროცესი, რომელიც საქართველოში მეტი ჩინელი ტურისტის მოზიდვას ემსახურება. ITB China -ზე საქართველოს პარტნიორი ქვეყნის სტატუსი გვაძლევს შესაძლებლობას, უფრო მასშტაბურად წარვადგინოთ ქვეყანა, გავმართოთ მეტი შეხვედრა და მეტი ჩინელს გავაცნოთ საქართველოს ტურისტული პოტენციალი” - აღნიშნა ია გედევანიშვილმა.
სხვა სიახლეები
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
15.10.2026.16:59
Toyota Center Tegeta-მ მომხმარებლებისთვის რიგით მეორე ოფროუდტური გამართა, სადაც მათ Toyota-ს მოდელების პრაქტიკულად გამოცდისა და ავტომობილების შესაძლებლობების რთულ რელიეფზე შეფასების შესაძლებლობა მიეცათ. ღონისძიებამ, რომელსაც ლილო არენამ უმასპინძლა, ოფროუდით დაინტერესებული საზოგადოება ერთ სივრცეში გააერთიანა.
ტურის ფარგლებში მომხმარებლებმა Toyota-ს სამი მოდელი გატესტეს - სრულიად ახალი LAND CRUISER 300 MILD HYBRID, HILUX და PRADO.

მარიამ მელიაშვილი, Toyota Center Tegeta-ს გენერალური დირექტორი: „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მომხმარებელთან ურთიერთობა ავტომობილის შერჩევითა და შეძენით არ შემოიფარგლებოდეს. გვსურს, მათ შევთავაზოთ გამოცდილება, რომელიც ავტომობილის უკეთ გაცნობაში, მართვის უნარების განვითარებასა და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაში დაეხმარება. ოფროუდტური სწორედ ამ მიზანს ემსახურება. Toyota-ს ავტომობილები საიმედოობითა და გამავლობით გამოირჩევა, თუმცა ამ მახასიათებლების სრულად შეფასება მხოლოდ რეალურ, რთულ პირობებშია შესაძლებელი. ამ მიზნით მომხმარებლებს საშუალება მივეცით, სრულიად ახალი LAND CRUISER 300 MILD HYBRID, HILUX და PRADO საოფროუდე ტრასაზე გამოეცადათ და მათი შესაძლებლობები საკუთარი გამოცდილებით შეეფასებინათ. გარდა ამისა, ეს დღე მომხმარებლებთან უშუალო კომუნიკაციის შესაძლებლობაცაა - შეგვიძლია, მოვისმინოთ მათი შთაბეჭდილებები, უკეთ გავიგოთ მათი ინტერესები და ერთად შევქმნათ ახალი გამოცდილება. პირველი ტურის შემდეგ მიღებულმა გამოხმაურებამ ცხადყო, რომ მომხმარებლები ამ ფორმატით დაინტერესებულნი არიან, ამიტომ მეორე ტურიც გავმართეთ და ამ პრაქტიკის გაგრძელებას მომავალშიც ვგეგმავთ“.

Toyota Center Tegeta-ს ღონისძიება ორი ნაწილისგან შედგებოდა: ტესტდრაივისა და შეჯიბრებისგან. ორივე აქტივობისთვის სპეციალური საოფროუდე ტრასები მოეწყო. 4X4 ავტომობილების მოყვარულებმა Toyota-ს მოდელების გამავლობა და მართვის შესაძლებლობები უშუალოდ საჭესთან გამოცადეს, შეჯიბრების დროს კი საკუთარი უნარებიც შეაფასეს.
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური მომხმარებლებთან ურთიერთობის ფორმატია, რომელიც ავტომობილის პრაქტიკულ გაცნობას, მართვის უნარების განვითარებასა და მომხმარებლებთან ცოცხალ კომუნიკაციას აერთიანებს.

ღონისძიების პარტნიორები იყვნენ: „ბრიჯსტოუნი“, „პოლარისი“, „თიბისი დაზღვევა“, „თიბისი ლიზინგი“, „ალდაგი“, „ჯიპიაი ჰოლდინგი“, „სოლო“ და „ვისოლი“.
Toyota Center Tegeta იაპონური ბრენდის, Toyota-ს ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. კომპანია მუდმივად ზრუნავს, მომხმარებლებს განსაკუთრებული გამოცდილება შესთავაზოს და ბრენდთან კიდევ უფრო დააახლოოს. მომხმარებლებს შეუძლიათ როგორც ოფროუდტურზე წარმოდგენილი, ისე Toyota-ს სხვა მოდელების ნახვა, დეტალების გაცნობა და ტესტდრაივის დაჯავშნა Toyota Center Tegeta-ს შოურუმში, მისამართზე: თბილისი, უნივერსიტეტის ქუჩა №6.
„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ტოიოტა ცენტრი თეგეტა" საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია მონობრენდულია და მისი მომსახურება სრულიად „ტოიოტას“ ავტომობილებზეა ფოკუსირებული. ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს „ტოიოტას“ უახლესი მოდელების ავტომობილებს, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და მომსახურებას. სერვისი აღჭურვილია თანამედროვე ავტორიზებული პროგრამებითა და კვალიფიციური პერსონალით.