მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7252.3
-0.0191
flag
AZN 1.5715
-0.0011
flag
CNY 39.397
0.0002
flag
EUR 3.1095
-0.0029
flag
GBP 3.5909
-0.0158
flag
KZT 55.64
-0.0092
flag
TRY 0.0582
-0.0003
flag
USD 2.6716
-0.0016
news banner

მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი და გაერთიანებული სამეფო ვიზიტების რაოდენობით მხოლოდ მეოთხე ადგილს იკავებს, ის შემოსავლის უმსხვილეს წყაროდ რჩება | TBC Capital

news image

TBC Capital-ი განახლებულ პუბლიკაციას აქვეყნებს. 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 1.17 მილიონი  საერთაშორისო ვიზიტორი შემოვიდა, რაც წლიურად 0.2%-იანი კლებაა. ტურისტული ვიზიტები 4%-ით გაიზარდა, ხოლო ერთდღიანი ვიზიტები 19%-ით შემცირდა, რაც ძირითადად მეზობელი ქვეყნებიდან, სომხეთიდან (-11.2%) და აზერბაიჯანიდან (-8.1%), ნაკადების შესუსტებით არის განპირობებული.

აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან ვიზიტორთა ნაკადების შესუსტების მიუხედავად, ტურისტულ შემოსავლებზე მთავარი ზეწოლა რუსეთმა და ისრაელმა გამოიწვია (შესაბამისად, -12% და -13% წ/წ). ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის გავლენა აისახა ისრაელთან დაკავშირებულ მაჩვენებლებში, შემოსავლებთან ერთად, ვიზიტებიც შემცირდა 17.5%-ით წლიურად. 

ეს კლება დააბალანსა ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს (+36%), თურქეთის (+12%) და უკრაინის (+34%) შემოსავლების ზრდამ, რამაც მთლიანი ტურისტული შემოსავალი 830 მლნ. აშშ დოლარამდე გაზარდა (+0.5% წლიურად). მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი და გაერთიანებული სამეფო ვიზიტების რაოდენობით მხოლოდ მეოთხე ადგილს იკავებს, ის შემოსავლის უმსხვილეს წყაროდ რჩება (141 მლნ. აშშ დოლარი), რაც მეზობელ ბაზრებთან შედარებით ვიზიტორზე გაცილებით მაღალ საშუალო დანახარჯზე მიუთითებს. 

2026 წლის პირველ კვარტალში დიდი ბრენდული სასტუმროების მაჩვენებლებიც გაუმჯობესდა. საშუალო დატვირთულობა 51%-ს შეადგენდა, რაც წლიურად 6 პროცენტული პუნქტით მეტია, ხოლო სასტუმროს ნომრის საშუალო ღირებულება (ADR) 129 აშშ დოლარამდე გაიზარდა (+10% წ/წ). ADR კვარტლის სამივე თვეში 2025 წლის ანალოგიურ პერიოდზე მაღალი იყო.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი და გაერთიანებული სამეფო ვიზიტების რაოდენობით მხოლოდ მეოთხე ადგილს იკავებს, ის შემოსავლის უმსხვილეს წყაროდ რჩება | TBC Capital

27.05.2026.23:04

TBC Capital-ი განახლებულ პუბლიკაციას აქვეყნებს. 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 1.17 მილიონი  საერთაშორისო ვიზიტორი შემოვიდა, რაც წლიურად 0.2%-იანი კლებაა. ტურისტული ვიზიტები 4%-ით გაიზარდა, ხოლო ერთდღიანი ვიზიტები 19%-ით შემცირდა, რაც ძირითადად მეზობელი ქვეყნებიდან, სომხეთიდან (-11.2%) და აზერბაიჯანიდან (-8.1%), ნაკადების შესუსტებით არის განპირობებული.

აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან ვიზიტორთა ნაკადების შესუსტების მიუხედავად, ტურისტულ შემოსავლებზე მთავარი ზეწოლა რუსეთმა და ისრაელმა გამოიწვია (შესაბამისად, -12% და -13% წ/წ). ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის გავლენა აისახა ისრაელთან დაკავშირებულ მაჩვენებლებში, შემოსავლებთან ერთად, ვიზიტებიც შემცირდა 17.5%-ით წლიურად. 

ეს კლება დააბალანსა ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს (+36%), თურქეთის (+12%) და უკრაინის (+34%) შემოსავლების ზრდამ, რამაც მთლიანი ტურისტული შემოსავალი 830 მლნ. აშშ დოლარამდე გაზარდა (+0.5% წლიურად). მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი და გაერთიანებული სამეფო ვიზიტების რაოდენობით მხოლოდ მეოთხე ადგილს იკავებს, ის შემოსავლის უმსხვილეს წყაროდ რჩება (141 მლნ. აშშ დოლარი), რაც მეზობელ ბაზრებთან შედარებით ვიზიტორზე გაცილებით მაღალ საშუალო დანახარჯზე მიუთითებს. 

2026 წლის პირველ კვარტალში დიდი ბრენდული სასტუმროების მაჩვენებლებიც გაუმჯობესდა. საშუალო დატვირთულობა 51%-ს შეადგენდა, რაც წლიურად 6 პროცენტული პუნქტით მეტია, ხოლო სასტუმროს ნომრის საშუალო ღირებულება (ADR) 129 აშშ დოლარამდე გაიზარდა (+10% წ/წ). ADR კვარტლის სამივე თვეში 2025 წლის ანალოგიურ პერიოდზე მაღალი იყო.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა