მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7143.2
-0.0025
flag
AZN 1.5389
-0.0007
flag
CNY 38.803
-0.0004
flag
EUR 3.0233
0.0042
flag
GBP 3.5395
0.0077
flag
KZT 56.41
0.0015
flag
TRY 0.0546
-0.0002
flag
USD 2.6162
-0.0009
news banner

ივლისი შარშანდელთან შედარებით რეკორდულად წარმატებული იყო - სასტუმრო „ქუთაისი ინნ”

news image
mbc image

სასტუმრო „ქუთაისი ინში“ (Kutaisi Inn) მიმდინარე საზაფხულო სეზონი რეკორდული შედეგებით მიმდინარეობს. ივლისის თვე, გასულ წელთან შედარებით, განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა, პოზიტიური დინამიკა აგვისტოს თვის ჯავშნებზეც ვრცელდება.

„Inn ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორის ერეკლე კოკაიას შეფასებით, “ქუთაისი ინნ-ში” მაღალ დატვირთულობასა და საერთაშორისო ვიზიტორთა აქტივობას განაპირობებს დიდი ჯგუფების მიღების შესაძლებლობა, ასევე, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენების სიმრავლე და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული მარკეტინგული კამპანიები თუ საერთაშორისო გამოფენები.

„შარშანდელთან შედარებით, ივლისი რეკორდულად კარგი თვე იყო, დატვირთულობამ, 90%-ს თავისუფლად მიაღწია. ამაში ხელი იმანაც შეგვიწყო, რომ დიდი ჯგუფები გვყავდა მიღებული, მათ შორის სპორტული ჯგუფებიც. გარდა ამისა, აგვისტოს 80%-იც უკვე დაჯავშნილია, რაც წინასწარი გაყიდვების ძალიან კარგი მაჩვენებელია…რეგიონებს შორის ყველაზე მაღალი პროცენტი ქუთაისში ევროპულ ბაზარს უკავია, რადგან აქ Wizz Air ოპერირებს და შესაბამისად, ყველაზე დიდი კონცენტრაცია ევროპელი ტურისტების ქუთაისშია ხოლმე. შეიძლება ითქვას, რომ ტურიზმის ადმინისტრაციის რამდენიმეწლიანი აქტიური მარკეტინგის შედეგები უკვე რეალურად იგრძნობა ქუთაისშიც. ასევე, ევროპის ნაწილში პირდაპირი ჯავშნებით საგრძნობი მატება გვაქვს, მაგალითად, ჯავშნების დინამიკით საგრძნობლად იმატა ნაკადმა ნიდერლანდებიდან. ნებისმიერი საერთაშორისო გამოფენა თუ მარკეტინგული აქტივობა, რომელსაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ახორციელებს, საქართველოს რეკლამაა და სასტუმრო სექტორზე ყოველთვის დადებითად აისახება.“ -აღნიშნავს ერეკლე კოკაია.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image მსოფლიო დონის გასტრონომიული ექსპერტები და გავლენიანი ჟურნალისტები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ

13.08.2026.16:24

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერითა და „გასტროტურის“ მოწვევით, საქართველოს მსოფლიოში აღიარებული გასტრონომიული ექსპერტები, Michelin Guide-ის, Forbes-ის, The World's 50 Best-ის ჟურნალისტები, კულინარიული მკვლევრები, დოკუმენტალისტები, ინფლუენსერები და შეფ-მზარეულები ეწვივნენ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ტურის ფარგლებში სტუმრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონს ეწვივნენ, გაეცნენ ადგილობრივ პროდუქტებს, ღვინის დაყენების უძველეს ტრადიციებს, რეგიონულ კულინარიასა და თანამედროვე ქართულ გასტრონომიულ ტენდენციებს. სპეციალურად სტუმრებისთვის გაიმართა ქართული კერძების მასტერკლასები და ღვინის დეგუსტაცია.

ტურის მიზანია საქართველოს, როგორც გლობალური გასტრონომიული დანიშნულების ადგილის წარმოჩენა, ქართული კულინარიული მემკვიდრეობის, თანამედროვე სამზარეულოს, ქართული მეღვინეობისა და ადგილობრივი პროდუქტების პოპულარიზაცია მსოფლიოს წამყვან მედიაპლატფორმებზე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა