ივლისსა და აგვისტოზე მოთხოვნა განსაკუთრებით მაღალია - Radisson RED Tbilisi
სასტუმრო Radisson RED Tbilisi არსებული დატვირთულობის ტემპით კმაყოფილია. როგორც Business Insider Georgia-სთან სასტუმროს მარკეტინგის ხელმძღვანელმა ბესო გოგინავამ განაცხადა, მაღალი მოთხოვნა ფიქსირდება ივლისსა და აგვისტოს თვეებზე.
„ივლისსა და აგვისტოზე მოთხოვნა განსაკუთრებით მაღალია. უმეტეს თარიღებზე ოთახები მთლიანად არის ამოყიდული. მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა მაისსა და ივნისშიც.
ყველაზე მეტი მოთხოვნა გვაქვს არაბული ქვეყნებიდან და თურქეთიდან“, - აცხადებს Radisson RED Tbilisi-ს ხელმძღვანელი.
თბილისში, აღმაშენებლის გამზირის 44 ნომერში სასტუმრო Radisson RED Tbilisi 2023 წელს გაიხსნა. სასტუმრო ფოსტის ყოფილ შენობაში მდებარეობს, რომელსაც ძველი იერსახე აქვს შენარჩუნებული. ისტორიული ფოსტის შენობა 1920-იანი წლებით თარიღდება.
ოთხსართულიანი სასტუმრო მოიცავს 111 ნომერს და სხვადასხვა ტიპის სივრცეებს.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა
27.11.2026.18:25
ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.
კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.