ივნისი-ივლისის ჯავშნები გასულ წელთან შედარებით უფრო მეტია - სასტუმრო ბორჯომი ლიკანი
დღევანდელი გადმოსახედიდან ივნისი-ივლისის ჯავშნები გასულ წელთან შედარებით უფრო მეტია,- ამის შესახებ ბორჯომი ლიკანის ბრენდის განვითარების დირექტორი ქეთი ნადარეიშვილი აღნიშნავს.
ქეთი ნადარეიშვილი მიმდინარე წლის ტურისტულ სეზონს აფასებს.
„მაისის თვეს რაც შეეხება, ჩამორჩება გასულ წელს. თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება მოლოდინი გვაქვს, რომ წლევანდელი ივნისი-ივლისი უკეთესი უნდა იყოს გასულ წელთან შედარებით. ფრენების რაოდენობის მატებამ წესით დადებითად უნდა იმოქმედოს ტურისტების რაოდენობაზე, გააჩნია რა ქვეყნებიდან არის მეტი დაინტერესება.
ლოგიკურად უნდა გაიზარდოს ტურისტების რაოდენობაც. ჩვენ სასტუმროებში, ლიკანის შემთხვევაში ძირითადად პირველ ადგილას არის შიდა ტურიზმი. შემდეგ მოდის ყაზახეთი, რუსეთი, ისრაელი და უზბეკეთი - ეს არის ძირითადი ნაკადი. ადრე საუდის არაბეთიდანაც იყო დიდი რაოდენობა, თუმცა 2023 წლის მერე შედარებით იკლო",- აღნიშნავს ნადარეიშვილი.
სხვა სიახლეები
2026 წლის III კვარტალში საქართველოს აეროპორტები 3 მილიონ მგზავრს მოემსახურა, რაც 6.1%-ით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე | საქსტატი
19.11.2026.11:50
2026 წლის III კვარტალში საქართველოს აეროპორტები 3.0 მილიონ მგზავრს მოემსახურა1, რაც 6.1 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე — აეროპორტებიდან გაემგზავრა 1.5 მილიონი მგზავრი (6.0 პროცენტით მეტი), ხოლო აეროპორტებმა მიიღო 1.5 მილიონი მგზავრი (6.2 პროცენტით მეტი).
2026 წლის III კვარტალში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის 94.0 პროცენტი რეგულარულ ფრენებზე მოდიოდა.
2026 წლის III კვარტალში საქართველოს აეროპორტებში ტვირთისა და ფოსტის ნაკადის მოცულობამ 12.3 ათასი ტონა შეადგინა, საიდანაც 88.2 პროცენტი მიღებული ტვირთი და ფოსტა იყო, ხოლო 11.8 პროცენტი — გაგზავნილი.
2026 წლის III კვარტალში საქართველოს აეროპორტებში 0.8 ათასი სატვირთო რეისი განხორციელდა, რაც 9.2 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.
2026 წლის III კვარტალში საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანილია 211.5 ათასი მგზავრი და გადატანილია 25.9 ათასი ტონა ტვირთი. აღნიშნულ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 14.4 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე, ხოლო გადატანილი ტვირთის მოცულობა 26.0 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.