მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ჯავშნები მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან გვაქვს, აქტიურია ევროპისა და შუა აზიის ბაზრები - Best Western Plus Batumi

news image
mbc image

ბათუმის მაღალი კლასის სასტუმროებს კიდევ ერთი Best Western Plus Batumi-ი შეემატა, რომელიც აქამდე სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებდა. 

სასტუმროს მშენებლობაში, რომელიც ბათუმში აღმაშენებლის N13ბ-ში მდებარეობს, კომპანია „თურსამ“ 12 მლნ დოლარის ინვესტიცია ჩადო. მრავალფუნქციური კომპლექსი  100%-ით ქართული ინვესტიციით აშენდა, რომელიც აერთიანებს „თურსას“ სავაჭრო ცენტრსა და საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს.

სასტუმროს გაყიდვების და მარკეტინგის მენეჯერი ნანუკა გორგილაძე Business Insider Georgia-სთან  აცხადებს, Best Western Plus Batumi-ი ვიზიტორებს უკვე თვენახევარია მასპინძლობს, ხოლო აქტიური სეზონისთვის სასტუმროს მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე დაჯავშნილია.

„ახლახან გვყავდა ვიზიტორები ტაილანდიდან. ვმასპინძლობთ ჯგუფებს ყაზახეთიდან. ჯავშნები მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან არის შემოსული. აქტიურია ევროპისა და შუა აზიის ბაზარი“, - ამბობს ნანუკა გორგილაძე. 

Best Western Plus Batumi-ი  საერთაშორისო სასტუმროების ქსელის Best Western Hotels-ის ჯგუფის წევრია. სასტუმრო კომპლექსი ელეგანტურად გაწყობილ სხვადასხვა კატეგორიის 148 ოთახს, ქართულ-ევროპულ რესტორანსა და ლაუნჯ ბარ ‘’ამბროსია’’-ს, მცირე და დიდ საკონფერენციო დარბაზებს, 300 ადამიანზე გათვლილ ივენთ ჰოლს, სპა კომპლექსს ‘’პალესტრა’’-ს, სატრენაჟორო დარბაზს, საუნებსა და მასაჟის ოთახებს აერთიანებს.  სპა კომპლექსს ‘’პალესტრა’’-ში კი დახურული აუზიცაა განთავსებული.

კომპლექსშია ბავშვთა და ზრდასრულთა გასართობი ცენტრი ‘’თურსალენდი’’, რომელიც აღჭურვილია VR დანადგარებით, სამაგიდო, კომპიუტერული და სხვა სათამაშო მაგიდებით. 

სასტუმრო გათვლილია ყველა სახის სამოგზაურო და კორპორატიული ღონისძიებისთვის, ‘’დიდი ბიზნესიდან უბრალოდ დასვენებამდე’’. 
როგორც სასტუმროს მენეჯმენტში აცხადებენ, სასტუმროში ამჯერად 70 ადამიანია დასაქმებული და ეს რიცხვი დღითი დღე იზრდება.

შეგახსენებთ, რომ „თურსას“ ქსელი თბილისსა და ბათუმში 4 ფილიალს მოიცავს, სადაც ამჟამად 120-მდე ადამიანია დასაქმებული.

2024 წლის ბოლოსთვის „თურსას“  კიდევ 1 ფილიალი, ცენტრალური ლოგისტიკური ცენტრი
დაემატება.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა

27.11.2026.18:25

ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.

კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა