“ჯორჯიან ეარვეისმა” ჩინეთის ქალაქ სიანსა და თბილისს შორის რეგულარული სამგზავრო ავიარეისების გახსნასთან დაკავშირებით მემორანდუმი გააფორმა
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისმა” შანსის პროვინციის ტურიზმის განვითარების ჯგუფთან მემორანდუმი გააფორმა.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს “ჯორჯიან ეარლაინს გრუპის” პრეზიდენტმა თამაზ გაიაშვილმა და შანსის ტურიზმის განვითარების ჯგუფის დირექტორის მოადგილემ ვუ ბინმა.
მემორანდუმის ფარგლებში, ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისი” ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შანსის პროვინციის დედაქალაქ სიანსა და თბილისს შორის რეგულარულ სამგზავრო ავიარეისებს უმოკლეს ვადებში დაიწყებს.
China West Airport Group-თან “ჯორჯიან ეარლაინს გრუპის” პრეზიდენტმა თამაზ გაიაშვილმა ჩინეთის ქალაქ სიანში რეგულარული სატვირთო და სამგზავრო რეისების გახსნის პერსპექტივები განიხილა. China West Airport Group-მა წარმოადგინა პრეზენტაცია სიხშირეების ათვისებასთან დაკავშირებით აეროპორტის პოლიტიკის მიმართულებით. შეხვედრისას მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა
27.11.2026.18:25
ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.
კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.