კანიონის დაცულ ტერიტორიას 11 თვეში 100 000 ვიზიტორი ესტუმრა - Kass Land-ი
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული კომპლექს Kass Land-ში Business Insider Georgia-ს განუცხადეს, რომ მიმდინარე წლის 11 თვეში კანიონის დაცულ ტერიტორიას 100 000 ვიზიტორი ესტუმრა.
„ვიზიტორთა სიმრავლით გამოირჩევიან შემდეგი ქვეყნები - რუსეთი, ინდოეთი, ისრაელი, ემირატები, საუდის არაბეთი, სომხეთი, ყაზახეთი, პოლონეთი. სეზონების მიხედვით ყოველდღიური ვიზიტორების რაოდენობა განსხვავებულია. საშუალოდ ყოველდღიურად 500 ადამიანი გვსტუმრობს. შაბათ-კვირას ვიზიტორების რაოდენობა უფრო მაღალია და 1000 აჭარბებს“, - აცხადებენ KASS LAND -ში.
რაც შეეხება სიახლეებს, როგორდ კომპანიაში აცხადებენ, დეკემბრის თვეში რეზორტს შეემატა ახალი 55 ნომრიანი სასტუმრო, რომელიც მოიცავს 53 დელუქს ოთახს, 1 საოჯახო და 2 საპრეზიდენტო ოთახს. სასტუმროში არის სპა-აუზი, საკონფერენციო დარბაზები.
„ამასთანავე, ტერიტორიაზე ეწყობა ატრაქციების პარკი, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის ჩვენს რეზორტს საოჯახო დასვენების კუთხით“,- აცხადებენ კომპანიაში.
ცნობისთვის, წალკის მუნიციპალიტეტში სოფელ დაშბაშში, დაცულ ტერიტორიაზე „კასს ლენდი“ ისრაელის კომპანია Kass Group-ის ინვესტიციით 2022 წლის ივნისში გაიხსნა. პროექტის სავიზიტო ბარათია 240 მეტრის სიმაღლეზე, წალკის კანიონის თავზე გადაჭიმული 240 მეტრი სიგრძის მინის „ბრილიანტის ხიდი“, რომლის შუაგულშიც კაფე-ბარია განთავსებული. ხიდი უმაღლესი დონის უსაფრთხოების სტანდარტებს აკმაყოფილებს.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა
27.11.2026.18:25
ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.
კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.