კარგი აგვისტო გვაქვს, სექტემბერსაც და ოქტომბერსაც თბილისში კარგს ველოდებით - ბუტიკ-სასტუმრო შოთა რუსთაველი
ზაფხულის სეზონს დადებითად აფასებს ბუტიკ-სასტუმრო შოთა რუსთაველის წარმომადგენელი ნინო ჩუბინიძე. მისი თქმით, ზოგადად თბილისი, ზაფხულობით, ტურისტების დიდი ნაკადით არ გამოირჩევა, თუმცა წელს ეს ტენდენცია შეცვლილია და თბილისში, ზაფხულის სეზონზე, მნიშვნელოვნად გაზრდილია სასტუმროს დატვირთვა. სასტუმრო ტურისტების დიდ რაოდენობას ელოდება შემოდგომაზეც.
„სეზონი მიმდინარეობს ძალიან კარგად. მძიმე ზამთრის შემდეგ მარტის შუა რიცხვებიდან დავიწყეთ წამოდგომა. ახლა ყველაფერი კარგადაა. აგვისტოში ცოტა ჩაწყნარება იცის ხოლმე თბილისმა. ძალიან არა, მაგრამ შედარებით იკლებს ხოლმე. კარგი აგვისტო გვაქვს და სექტემბერსაც და ოქტომბერსაც თბილისში კარგს ველოდებით.
მაღალ სეზონზე, ჩვენი საშუალო დატვირთვა დაახლებით 85%-ია. შარშანდელ მაჩვენებლებზე, ჩვენი ლოკაციიდან გამომდინარე, გამიჭირდება საუბარი. პარლამენტის გვერდით ვართ და ცოტა არასტაბილურ გარემოშია ჩვენი სასტუმრო, მაგრამ ზოგადად ზრდა მაინც გვაქვს“,- აცხადებს ნინო ჩუბინიძე.
სხვა სიახლეები
Air Canada სექტემბერ-ოქტომბერში რეკორდულ შემოსავალს ელის
20.08.2026.17:00
Air Canada-ს სექტემბრისა და ოქტომბრის შემოსავალი, სავარაუდოდ, ამ ორი თვისთვის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწევს, რადგან პრემიუმ კატეგორიის სულ უფრო მეტი მგზავრი ევროპასა და იაპონიაში ზაფხულის სიცხესა და ტურისტების სიმრავლეს გაურბის, - აცხადებს კომპანია.
ჩრდილოეთ ამერიკის მსხვილი ავიაკომპანიები ბოლო წლებში საკუთარ ბიზნესს სულ უფრო მეტად აფუძნებენ პრემიუმ კატეგორიის მგზავრებზე, კორპორაციულ კლიენტებსა და ლოიალობის პროგრამების წევრებზე, რადგან მათი შეფასებით, ტარიფების ზრდის შემთხვევაში ეს მომხმარებლები ხარჯების შემცირებას ნაკლებად მიმართავენ.
შემოდგომაზე საქმიანი მოგზაურობის მოთხოვნის ზრდა, პრემიუმ კატეგორიის დასასვენებელი მოგზაურების სამოგზაურო ჩვევების ცვლილებასთან ერთად, ავიაკომპანიების ხელმძღვანელების მოლოდინებს ზრდის იმ სეზონებთან დაკავშირებით, რომლებიც აქამდე ივლისისა და აგვისტოს მსგავსი პიკური სამოგზაურო თვეებისგან შედარებით ნაკლებად დატვირთულად მიიჩნეოდა.