მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7176.2
0.012
flag
AZN 1.532
-0.0002
flag
CNY 38.827
-0.0005
flag
EUR 2.9257
-0.015
flag
GBP 3.4392
-0.0033
flag
KZT 57.93
-0.0082
flag
TRY 0.053
-0.0001
flag
USD 2.6039
-0.0003
news banner

ქართული გუნდის მხრიდან მზადება არაჩვეულებრივია, - ფრირაიდ ვორლდ ტურის დამფუძვნებელი

news image
mbc image

საქართველოს ისტორიაში პირველად, კურორტ თეთნულდზე,  დღეს ფრირაიდის მსოფლიო ტური ტარდება.  
საქართველო 6 წამყვან ექსკლუზიურ ქვეყანას შორის არის: (კანადა, ანდორა, ესპანეთი, შვეიცარია, ავსტრია და საქართველო), რომლებსაც ფრირაიდის მსოფლიო ტურის  ჩატარების უფლება ხვდა წილად. 

"დღეს დიდებული შოუ გველოდება, რადგანაც არაჩვეულებრივი მთა და თოვლი გვაქვს. ათლეტები აღტაცებულები არიან. ამინდიც საოცრად კარგია. იმედი მაქვს, რომ ღონისძიების დროს ხალხმრავლობა იქნება. ქართული გუნდის მხრიდან მზადება არაჩვეულებრივია. ჩვენ ვიმუშავეთ სამთო პატრულთან და ,,ემ თი ეის" გუნდთან ერთად, რომელიც ძალიან ნაყოფიერი გამოვიდა. მოხიბლულები ვართ თქვენი მასპინძლობით. აქ ყველაფერია, რაც გვჭირდება საქართველოში პირველი წარმატებული შეჯიბრების ჩასატარებლად", განაცხადა ფრირაიდ ვორდ ტურის დამფუძვბელებლმა ნიკოლას ჰეილ-ვუდსმა . 

ფრირაიდი ზამთრის სპორტის განსაკუთრებული სახეობაა, რომელიც რთულ და მთიან რელიეფზე გაუკვალავ თოვლში სრიალს გულისხმობს. ღონისძებაში 15 ქვეყნის (საფრანგეთი, კანადა, ესპანეთი, აშშ, მექსიკა, გერმანია, ავსტრია, დიდი ბრიტანეთი, შვეიცარია, შვედეთი, პოლონეთი, ნორვეგია, ახალი ზელანდია, იაპონია, საქართველო) 50 გამორჩეული რაიდერი იასპარეზებს, მათ შორის იქნება „ვაილდ ქარდის მფლობელი" საქართვლოს წარმომადგენელი ჯაბა სხვედიანი. მესტია გახდა მსოფლიოში ფრირაიდის ახალი მიმართულება, ხოლო კურორტი თეთნულდი პოზიციონირდა, ფრირაიდის მოყვარულთათვის, როგორც ახალი აღმოსაჩენი ადგილი. 
ფრირაიდის მსოფლიო ტური ჯამურად 300 მლ. მაყურებელს ფარავს.

ღონისძიება საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ეკონომიკისა და მდგრადი განვთარების სამინისტროს შპს „მთის ტრასების სააგენტოს" (MTA) ორგანიზებით გაიმართება, შეჯიბრების სპონსორია კომპანია "თი ბი სი" , პარტნიორი   კი  USAID - ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა და "ანდერსენ ჯორჯია".

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image ჩვენი შეფასებით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2026 წლის აგვისტოში წლიურად 8.8%-ით გაიზარდა და $695 მილიონი შეადგინა - Galt & Taggart

05.10.2026.08:10

Galt & Taggart-ი თვის განახლებულ ეკონომიკურ მიმოხილვას აქვეყნებს. ანგარიშში მიმოხილულია მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციები და სამომავლო პერსპექტივები.

,,საქართველოს რეალური მშპ-ის ზრდა 2026 წლის აგვისტოში წლიურად 6.3%-მდე შენელდა, ივლისში დაფიქსირებული 8.0%-დან. მიუხედავად ამისა, 2026 წლის 8 თვის საშუალო ზრდა კვლავ მაღალი, 7.6%-ია. აგვისტოში ეკონომიკურ ზრდას ძირითადად ხელი შეუწყო დამამუშავებელმა მრეწველობამ, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებმა (ICT), ფინანსურმა მომსახურებებმა, უძრავი ქონების სექტორმა, ვაჭრობამ და ტრანსპორტმა, მაშინ როდესაც მშენებლობის სექტორში კლება დაფიქსირდა. ჩვენ ვინარჩუნებთ საქართველოს რეალური მშპ-ის ზრდის პროგნოზს და 2026 წელს 7.5%-იან ზრდას ველით.

მომდევნო თვეებში გაცვლითი კურსის სტაბილურობას ველოდებით. ჩვენი პროგნოზით, 2026 წელს კურსი საშუალოდ 2.65 GEL/USD იქნება.

2026 წლის 9 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა ზედიზედ მესამე სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.25%-ზე უცვლელად დატოვა. სებ-ის შეფასებით, ინფლაცია კვლავ ძირითადად მიწოდების მხრიდან მომდინარე ფაქტორებით არის განპირობებული, რაც ენერგომატარებლებისა და საერთაშორისო სურსათის ფასების ზრდას ასახავს, მაშინ როდესაც საბაზისო ინფლაციური წნეხი კვლავ შეზღუდულია. სებ-მა მიუთითა, რომ თუ აღნიშნული შოკი ინფლაციურ მოლოდინებზე ზეწოლას მოახდენს, შესაძლოა განაკვეთის ზომიერი ზრდა გახდეს საჭირო, ხოლო შოკის გავლენის შემცირების შემდეგ მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზება დაიწყება. გლობალური ფინანსური პირობების გამკაცრებისა და საპროცენტო განაკვეთის დიფერენციალის შესაბამის დონეზე შენარჩუნების აუცილებლობის გათვალისწინებით, 2026 წლის განმავლობაში 25 საბაზისო პუნქტით განაკვეთის ზრდის შესაძლებლობას არ გამოვრიცხავთ.

ჩვენი შეფასებით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2026 წლის აგვისტოში წლიურად 8.8%-ით გაიზარდა და 695 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ჯამურად, 2026 წლის პირველ 8 თვეში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 3.2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 1.6%-იანი ზრდაა. 2026 წელს ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებს 4.9 მლრდ აშშ დოლარის დონეზე ვპროგნოზირებთ.

საქართველოს მიმდინარე ანგარიშის (CA) დეფიციტი 2026 წლის პირველ ნახევარში მნიშვნელოვნად შემცირდა და მშპ-ის 2.5% შეადგინა. გაუმჯობესებაში წვლილი შეიტანა მიმდინარე ანგარიშის ყველა ძირითადმა კომპონენტმა.  

ჩვენი პროგნოზით, 2026 წელს საქართველოს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ის 1.9%-ს შეადგენს", - აღნიშნულია ანგარიშში. 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა