მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7222.7
-0.0012
flag
AZN 1.5665
-0.0007
flag
CNY 39.243
-0.0124
flag
EUR 3.0683
-0.0329
flag
GBP 3.5518
-0.0382
flag
KZT 54.79
0.0006
flag
TRY 0.0578
0
flag
USD 2.6625
-0.0013
news banner

ხელმისაწვდომ ბაზრებს შორის თბილისი გამოირჩევა მზარდი ტურისტული მიმზიდველობით, ეკონომიკური კავშირებით და ევროპასთან დაკავშირების მზარდი ინტერესით - Air Serbia-ს გენერალური დირექტორი

news image
mbc image

სერბეთის ავიაკომპანია Air Serbia უკვე საქართველოს ბაზარზეა.  Business Insider Georgia-მ ავიაკომპანიის გენერალურ დირექტორთან ირჟი მარეკისთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა. Air Serbia-ს გენერალური დირექტორის განცხადებით,საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირების დაწყების გადაწყვეტილება საკმაოდ დეტალური კვლევების საფუძველზე იქნა მიღებული. 

რა გათვლებით და მგზავრთნაკადის შესახებ პროგნოზებით შემოვიდა Air Serbia  საქართველოს ავიაბაზარზე. რა მოლოდინები აქვს ავიაკომპანიას ბელგრადსა და თბილისს შორის პოტენციურ დატვირთულობაზე?  

ახალი მიმართულების ამოქმედება მოითხოვს ბაზრის დეტალურ კვლევას და მგზავრთნაკადის ანალიზს, რათა უზრუნველყოფილი იყოს გრძელვადიანი კომერციული მდგრადობა. ჩვენი ხუთწლიანი ქსელის განვითარების სტრატეგიის ფარგლებში კავკასია განვსაზღვრეთ, როგორც რეგიონი, რომელსაც აქვს ძლიერი პოტენციალი გამყვანი / შემომყვანი მგზავრობის თვალსაზრისით. ხელმისაწვდომ ბაზრებს შორის თბილისი გამოირჩევა მზარდი ტურისტული მიმზიდველობით, ეკონომიკური კავშირებით და ევროპასთან დაკავშირების მზარდი ინტერესით. მიმდინარე პროგნოზები ბელგრადი-თბილისის მიმართულებაზე მიუთითებს პირდაპირი და ტრანზიტული ტრაფიკის დაბალანსებულ ნაზავს. საქართველოსა და სერბეთს შორის მგზავრთნაკადის ძლიერ მოთხოვნას ველოდებით, ვინც ბელგრადს იყენებს, როგორც მოსახერხებელ სატრანზიტო ცენტრს ბალკანეთის, ცენტრალური და დასავლეთ ევროპის, აზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის მიმართულებით დასაკავშირებლად.

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში უკვე ოპერირებს ბევრი საერთაშორისო გადამზიდავი, რამდენად იმოქმედა ამ კონკურენტულმა გარემომ თქვენს გადაწყვეტილებაზე? იგეგმება თუ არა ფრენების პროგრამის შენარჩუნება ზამთრის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში?

ჩვენ საერთაშორისო გადამზიდავების ოპერირება საქართველოს ბაზარზე ძლიერი და მზარდი მოთხოვნის არსებობის მაჩვენებლად მივიჩნევთ. ჩვენი გადაწყვეტილება თბილისის მიმართულებით ფრენების დაწყების შესახებ ეფუძნება აუთვისებელი პოტენციალის სტრატეგიულ შეფასებას, განსაკუთრებით ჩვენი ბელგრადის ჰაბის გავლით ტრაფიკის თვალსაზრისით, რომელიც 100-ზე მეტ მიმართულებასთან შეუფერხებელ კავშირის შესაძლებლობას იძლევა ჩვენს ქსელში. როგორც ბალკანეთის რეგიონში წამყვანი გადამზიდავი, ჩვენი მიზანია რეგიონული კავშირის გაძლიერება, საიმედო და კონკურენტუნარიანი მომსახურების შეთავაზებით, მთელი წლის განმავლობაში. შესაბამისად, ვგეგმავთ ბელგრადი-თბილისის მიმართულებაზე ოპერირებას მთელი წლის განმავლობაში, მათ შორის ზამთრის სეზონის განმავლობაში, რაც ასახავს ჩვენს გრძელვადიან ვალდებულებას და ნდობას ამ ბაზრის, მისი მდგრადი ზრდის მიმართ.

იმისათვის, რომ აღნიშნული მიმართულება უფრო პოპულარული და მოთხოვნადი გახდეს იგეგმება თუ არა ავიაკომპანიის თანამშრომლობა ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ერთობლივად სხვადასხვა მარკეტინგული კამპანიების წარმოება? 

Air Serbia საქართველოს ტურიზმის ეროვნული  ადმინისტრაციასთან ერთად აქტიურად მუშაობს ახალი ბელგრადი–თბილისის მიმართულების პოპულარიზაციაზე.

აქტივობების პირველი ეტაპის ფარგლებში,  საინაუგურაციო რეისის დროს მედიის წარმომადგენლების გაცნობითი მოგზაურობა მოვაწყვეთ და სერბი ჟურნალისტები თბილისში ჩამოვიყვანეთ, რათა ისინი ადგილზე გაცნობოდნენ საქართველოს კულტურას და სტუმარმასპინძლობას. გარდა იმისა, რომ ვაცნობთ თბილისსა და საქართველოს სერბ მოგზაურებს, როგორც მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებას — იქნება ეს მსოფლიო დონის სამთო-სათხილამურო კურორტები თუ ქვეყნის მრავალფეროვანი კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობა — ჩვენ ასევე არანაკლებად ვართ დაინტერესებული სერბეთის პოპულარიზაციით ქართულ ბაზარზე. 

თბილისში ჩვენი წარმომადგენლობის მეშვეობით ვცდილობთ, ვიყოთ სერბეთის ღირსეული ელჩები და სრულად წარმოვაჩინოთ ის, რისი შეთავაზებაც ჩვენს ქვეყანას შეუძლია  — დინამიური ურბანული ცხოვრება, ავთენტური გასტრონომია და მდიდარი ტრადიციები. ორ მეგობარ ერს შორის ამ ხიდის აგებით, ჩვენ გვჯერა, რომ როგორც სერბი, ასევე ქართველი მოგზაურები აღმოაჩენენ დასვენების და გართობის ახალ შესაძლებლობებს.

როგორ ფიქრობთ, რა მიმართულებები შეიძლება აღმოჩნდეს სერბეთიდან ჩამოსული ტურისტებისათვის საქართველოში საინტერესო და ასევე რას ურჩევთ ქართველ ტურისტებს, რომელთაც სერბეთის მონახულება სურთ?

ჩვენი რწმენით, ქართული ტურისტული მიმართულებები სერბი მოგზაურებს მრავალფეროვან და საინტერესო გამოცდილებას სთავაზობს. თბილისი მოლოდინია მათთვის გახდეს მთავარი ტურისტული ატრაქცია.

დედაქალაქის გარდა, ასევე ველოდებით ინტერესს საქართველოს მთიანი რეგიონების მიმართ, განსაკუთრებით ზამთრის სპორტის მოყვარულთა მხრიდან, რომლებიც ქვეყნის სათხილამურო კურორტებით დაინტერესდებიან.  გარდა ამისა, ჩვენ ველოდებით რელიგიური და კულტურული ტურიზმის ზრდას, რადგან სერბი მოგზაურები სულ უფრო მეტად ეძებენ მნიშვნელოვან და ინტერაქტიულ გამოცდილებას. ქართველი ვიზიტორებისთვის კი სერბეთი გთავაზობთ ურბანული ცხოვრების, ისტორიისა და ბუნებრივი სილამაზის დინამიურ ნაზავს. ბელგრადი არის ქალაქი, რომელიც ცხოვრობს დილითაც და ღამითაც, თავისი მიმზიდველი კულტურის, არქიტექტურისა და გასტრონომიის შესანიშნავი კომბინაციით.

ისეთი ქალაქი, როგორიცაა ნოვი -  სადი, ასევე სერბეთის მონასტრები, სპა-ცენტრები და ღვინის რეგიონები, დამატებით შესაძლებლობებს ქმნის ახალი ადგილების აღმოჩენისა და დასვენებისთვის. ამ პირდაპირი მიმართულების დაწყებით, Air Serbia მიზნად ისახავს გამარტივებული მგზავრობის ხელშეწყობას და ორ ქვეყანას შორის მიმოსვლის წახალისებას.

ჩვენ საკუთარ თავს ვხედავთ არა მხოლოდ გადამზიდავ კომპანიად, არამედ კულტურებს შორის ხიდად, რომელიც ეხმარება სერბ მოგზაურებს აღმოაჩინონ საქართველოს ხიბლი და ამავდროულად ამაყად წარმოვაჩენთ სერბეთს, როგორც სტუმართმოყვარე და ინსპირაციულ მიმართულებას ქართველი სტუმრებისთვის.


რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების მიზნით, საქართველოსა და სერბეთის რესპუბლიკას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება და ურთიერთგაგების მემორანდუმი სულ ახლახან გაფორმდა, როგორი თანამშრომლობა ჩამოგიყალიბდათ საქართველოს საავიაციო ხელისუფლებასთან?

საქართველოსა და სერბეთის სამოქალაქო ავიაციის ხელისუფლებებს შორის საჰაერო მომოსვლის შესახებ შეთანხმებისა და ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერა წარმოადგენს მნიშვნელოვან ეტაპს ორმხრივი კავშირების განმტკიცებისა და ორ ქვეყანას შორის პირდაპირი საჰაერო კავშირის უზრუნველყოფისათვის. 5 ივნისს ბელგრადში ხელმოწერილმა შეთანხმებამ შექმნა საჭირო მარეგულირებელი ჩარჩო რეგულარული რეისების დასაწყებად და გახსნა კარი სამოქალაქო ავიაციის სფეროში უფრო მჭიდრო თანამშრომლობისთვის. ამ ინსტიტუციურმა მხარდაჭერამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ბელგრადი-თბილისის სერვისის დროული გაშვების ხელშეწყობაში. მადლიერები ვართ ჩვენი ქართველი კოლეგების მიერ მთელი პროცესის განმავლობაში გამოვლენილი გახსნილობის, პროფესიონალიზმისა და ძლიერი თანამშრომლობისთვის. მათი მხარდაჭერა ასახავს რეგიონული კავშირის გაძლიერების და ეკონომიკური, კულტურული და ტურისტული გაცვლისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნის საერთო ვალდებულებას. ჩვენთვის ეს ორმხრივი ნდობის სიმბოლოა და უფრო ფართო პარტნიორობის დასაწყისი. ვიმედოვნებთ, რომ მომავალ წლებში ამის საფუძველზე დავამყარებთ მჭიდრო თანამშრომლობას ქართულ ავიაციისა და ტურიზმის სექტორებთან, რათა უზრუნველვყოთ ამ მნიშვნელოვან მიმართულების უწყვეტი წარმატება და განვითარება.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image Le Figaro: „საქართველო - ემოციების ისტორია“

08.06.2026.13:47

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ევროპის ბაზარზე მასშტაბურ მარკეტინგულ კამპანიას აქტიურად აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში, საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სტატიები რეიტინგულ ფრანგულ მედიასაშუალებებში გამოქვეყნდა.

საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გამოცემა Le Figaro სტატიაში, სათაურით „საქართველო - ემოციების ისტორია” (La Géorgie, une histoire d’emotions), ქვეყანას აღწერს, როგორც ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე უნიკალური დანიშნულების ადგილს, რომელიც მოგზაურებს საოცარი ბუნებრივი მრავალფეროვნებით, კულტურული მემკვიდრეობითა და ღირსშესანიშნაობებით ხიბლავს.

სტატიაში განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს ბუნებრივ სიმდიდრეს და დაცულ ტერიტორიებს ეთმობა, აღნიშნულია ქვეყნის გამაჯანსაღებელი და ველნეს ტურიზმის პოტენციალი, მრავალრიცხოვანი მინერალური წყაროები და თერმული კურორტები.

Le Figaro-ს სტატია მკითხველს ვრცლად აცნობს საქართველოს მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობას, უნიკალურ დამწერლობას, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ქართულ ძეგლებს - მცხეთას, გელათის მონასტერს, სვანურ კოშკებს. სტატიაში ხაზგასმულია საქართველოში მეღვინეობის 8000-წლიანი ისტორია და ღვინის ქვევრში დაყენების ტრადიცია. ასევე ადგილი ეთმობა მდიდარ ქართულ კულინარიას, სტუმართმოყვარეობის სიმბოლოს - ტრადიციულ სუფრას და თამადის ინსტიტუტს.

ცივილიზაციის საწყისებთან საქართველოს მჭიდრო კავშირს გავლენიანი ფრანგული გამოცემა ასე აფასებს: „ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ პური და ღვინო, ადამიანის სოფლის მეურნეობის და, შესაბამისად, ჩვენი ცივილიზაციის საფუძველი ქართული წარმოშობისაა. კიდევ უფრო მეტი მიზეზია, პატივი მივაგოთ მათ, თუნდაც, სიმღერით, რატომაც არა? მომხიბვლელი პოლიფონიური ქართული სიმღერით ტკბობით, რომელიც ხშირად სუფრის დასასრულს ალამაზებს და სტუმრებს აღაფრთოვანებს. ყველა ეს ემოცია - საქართველოა...“

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მასშტაბური მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, Le Figaro-სა და სხვა მაღალრეიტინგულ ევროპულ მედიასაშუალებებში საქართველოს პოზიციონირება მნიშვნელოვნად ზრდის ქვეყნის ცნობადობას ევროკავშირის სტრატეგიულ ბაზრებზე და ხელს უწყობს მაღალმხარჯველობითი ტურისტული ნაკადების მოზიდვას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა