კომპანია „გესთ გრუპი“ ბათუმში ბუტიკური ტიპის სასტუმროს აშენებს - ინვესტიცია 3 მლნ დოლარია
კომპანია „გესთ გრუპი“ ბათუმში ჰაიდარ აბაშიძის #26-ში სასტუმროს აშენებს.
როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანია „გესთ გრუპის“ ერთ-ერთმა მფლობელმა და დირექტორმა ნუკრი შარაძემ განაცხადა, სასტუმროს სახელწოდებაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა უკვე ცნობილია, რომ ბუტიკური ტიპის იქნება.
განთავსების ობიექტი 45 ნომერზეა გათვლილი და მისი გახსნა 2025 წლის თებერვალში იგეგმება.
პროექტის განხორციელება კომპანიას 3 მლნ დოლარის უჯდება. სასტუმრო საშუალო შემოსავლიან სეგმენტზე იქნება გათვლილი.
აღსანიშნავია, რომ “გესთ გრუპის“ ერთ-ერთი თანამფლობელი ბიზნესმენი გია ლომინაძეა, რომლის „ინს გრუპი“ ბათუმში მაღალი კლასის სასტუმრო სასტუმრო „მონარქს“ უკვე ფლობს.
სასტუმრო „მონარქი“ ბათუმში 2022 წლიდან ფუნქციონირებს. სასტუმრო ბათუმის ძველ, ცენტრალურ უბანში, ახმედ მელაშვილის #37-ში მდებარეობს. პროექტში კომპანიამ 12 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა.
სამომავლოდ კი „ინს გრუპი“ გაფართოებასა და სასტუმროს გახსნას თბილისშიც განიხილავს, რომლისთვისაც ფართის მოძიებას უკვე 2025 წლიდან დაიწყებს.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა
27.11.2026.18:25
ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.
კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.