კონფლიქტის გახანგრძლივებამ შესაძლოა ნეგატიურად იმოქმედოს ტურიზმსა და გლობალურ მოგზაურობაზე არსებულ მოთხოვნაზე - WTO
საქონლით მსოფლიო ვაჭრობის ზრდა მიმდინარე წელს მნიშვნელოვნად შენელდება და 2025 წლის 4.6%-დან 1.9%-მდე შემცირდება. ასევე, შესაძლოა კიდევ უფრო იკლოს თუ ახლო აღმოსავლეთში ომი გაგრძელდება, რაც ენერგორესურსების ფასების ზრდას და გლობალური ტრანსპორტის შეფერხებას გამოიწვევს - აღნიშნულია მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) ანგარიშში.
WTO-ს შეფასებით, მსოფლიო ვაჭრობა 2025 წელს მოსალოდნელზე სწრაფად გაიზარდა, რადგან ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ საქონელზე მზარდმა მოთხოვნამ დააბალანსა სავაჭრო პოლიტიკის გაზრდილი გაურკვევლობისა და მაღალი ტარიფების ნეგატიური გავლენა.
,,ბოლო დრომდე, 2026 და 2027 წლების სავაჭრო პერსპექტივებიც უმჯობესდებოდა - როგორც მშპ-ის პროგნოზები, ისე ვაჭრობასთან დაკავშირებული ინდიკატორები ზომიერად გაუმჯობესდა. თუმცა, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ბოლო კონფლიქტმა გლობალური ეკონომიკის მოკლევადიან პერსპექტივას ეჭვი შეიტანა", - აღნიშნულია ანგარიშში.
WTO კონფლიქტის გახანგრძლივების შემთხვევაში პოტენციურ ნეგატიურ ეფექტზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ გაჭიანურებულმა კონფლიქტმა შესაძლოა ტრანსპორტირებისა და საწვავის ხარჯები სტრუქტურულად მაღალ დონეზე შეინარჩუნოს, დაარღვიოს მნიშვნელოვანი საზღვაო და საჰაერო მარშრუტები, ასევე ნეგატიურად იმოქმედოს ტურიზმსა და გლობალურ მოგზაურობაზე არსებულ მოთხოვნაზე.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა
27.11.2026.18:25
ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.
კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.