მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7277.3
-0.0314
flag
AZN 1.5733
-0.0003
flag
CNY 39.351
0.0024
flag
EUR 3.102
-0.0023
flag
GBP 3.5904
-0.0003
flag
KZT 56.59
-0.002
flag
TRY 0.0585
-0.0001
flag
USD 2.6744
-0.0006
news banner

კონფლიქტის გახანგრძლივებამ შესაძლოა ნეგატიურად იმოქმედოს ტურიზმსა და გლობალურ მოგზაურობაზე არსებულ მოთხოვნაზე - WTO

news image

საქონლით მსოფლიო ვაჭრობის ზრდა მიმდინარე წელს მნიშვნელოვნად შენელდება და 2025 წლის 4.6%-დან 1.9%-მდე შემცირდება. ასევე, შესაძლოა კიდევ უფრო იკლოს თუ ახლო აღმოსავლეთში ომი გაგრძელდება, რაც ენერგორესურსების ფასების ზრდას და გლობალური ტრანსპორტის შეფერხებას გამოიწვევს -  აღნიშნულია მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) ანგარიშში.

WTO-ს შეფასებით, მსოფლიო ვაჭრობა 2025 წელს მოსალოდნელზე სწრაფად გაიზარდა, რადგან ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ საქონელზე მზარდმა მოთხოვნამ დააბალანსა სავაჭრო პოლიტიკის გაზრდილი გაურკვევლობისა და მაღალი ტარიფების ნეგატიური გავლენა.

,,ბოლო დრომდე, 2026 და 2027 წლების სავაჭრო პერსპექტივებიც უმჯობესდებოდა - როგორც მშპ-ის პროგნოზები, ისე ვაჭრობასთან დაკავშირებული ინდიკატორები ზომიერად გაუმჯობესდა. თუმცა, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ბოლო კონფლიქტმა გლობალური ეკონომიკის მოკლევადიან პერსპექტივას ეჭვი შეიტანა", - აღნიშნულია ანგარიშში.

WTO კონფლიქტის გახანგრძლივების შემთხვევაში პოტენციურ ნეგატიურ ეფექტზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ გაჭიანურებულმა კონფლიქტმა შესაძლოა ტრანსპორტირებისა და საწვავის ხარჯები სტრუქტურულად მაღალ დონეზე შეინარჩუნოს, დაარღვიოს მნიშვნელოვანი საზღვაო და საჰაერო მარშრუტები, ასევე ნეგატიურად იმოქმედოს  ტურიზმსა და გლობალურ მოგზაურობაზე არსებულ მოთხოვნაზე.

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image თამარ იოსელიანი ავიაკომპანია Turkish Airlines-ის დირექტორთა საბჭოსა და აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეს, მურატ შექერს შეხვდა

23.05.2026.16:22

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი თურქეთში ვიზიტის ფარგლებში ავიაკომპანია Turkish Airlines-ის დირექტორთა საბჭოსა და აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეს, მურატ შექერს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები, რეგიონში არსებული ტენდენციები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ საავიაციო ბაზრად ყალიბდება, რასაც ხელს უწყობს ავიაციის ლიბერალიზაციის პოლიტიკა, ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია და საერთაშორისო საავიაციო სტანდარტებთან შესაბამისობა. ხაზი გაესვა, რომ მთავრობის თანმიმდევრულმა პოლიტიკამ მნიშვნელოვნად გაზარდა მგზავრთნაკადი, მარშრუტების ხელმისაწვდომობა, ავიაკომპანიების წარმომადგენლობა და ტურისტული ნაკადები.

თამარ იოსელიანის განცხადებით, 2025 წელი საქართველოს საავიაციო სექტორისთვის რეკორდული იყო — ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტმა 8,5 მილიონამდე მეტ მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წელთან შედარებით 14%-იანი ზრდაა. მისივე თქმით, შესრულებული რეისების რაოდენობა 16%-ით გაიზარდა, ხოლო 85 ავიაკომპანია ოპერირებდა 125 მიმართულებით, რაც საქართველოს რეგიონში მზარდ როლს კიდევ ერთხელ ადასტურებს. ასევე აღინიშნა, რომ დადებითი დინამიკა შენარჩუნდა 2026 წლის პირველ კვარტალშიც. 

მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველოს მთავრობა აქტიურად აგრძელებს სააეროპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას. შეხვედრაზე განიხილეს თბილისის არსებული საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტი, ვაზიანის ახალი საერთაშორისო აეროპორტის განვითარების გეგმები და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები. აღინიშნა, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში თანამედროვე სტანდარტების ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს, ხოლო თბილისის არსებული საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობა მომდევნო ორი წლის განმავლობაში 10 მილიონ მგზავრამდე გაიზრდება. პარალელურად, იგეგმება ახალი, 20 მილიონ მგზავრზე გათვლილი ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის განვითარება.

მხარეებმა განიხილეს ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის ავიაკომპანიის გეგმები და რეგიონში არსებული გამოწვევები. აღინიშნა, რომ საქართველო-თურქეთს შორის მზარდი მგზავრთნაკადის ეფექტიანი მართვა ორმხრივ პრიორიტეტს წარმოადგენს.

Turkish Airlines ჯგუფში შედის AJet-იც, რომელიც აქტიურად ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. ორივე ავიაკომპანია მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოსა და თურქეთს შორის საჰაერო კავშირის გაძლიერებასა და ტურისტული და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა