მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7154
-0.0095
flag
AZN 1.5371
-0.0004
flag
CNY 38.866
0.0076
flag
EUR 3.0575
0.0226
flag
GBP 3.566
0.0206
flag
KZT 57.31
0.007
flag
TRY 0.0545
0
flag
USD 2.613
-0.0008
news banner

კონკურენცია იზრდება, თუმცა ბაზარზე საკუთარი ნიშა დავიკავეთ - Intourist Kazbegi Hotel

news image
mbc image

„ოთხივე სეზონზე ყაზბეგი საინტერესო ლოკაციაა და მოთხოვნა ყოველწლიურად მზარდია, -  ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან სასტუმრო Intourist Kazbegi Hotel-ის გენერალურმა მენეჯერმა ნინო ოქროპირიძე განაცხადა.

სასტუმროს გენერალური მენეჯერის განმარტებით, ბაზარზე იზრდება კონკურენციაც, მაგრამ Intourist Kazbegi Hotel-ი არის ერთ-ერთი გამორჩეული სასტუმრო, რომელმაც მყარად დაიკავა თავისი ადგილი და განაგრძობს განვითარებას

„2024 წელთან მიმართებაში მოლოდინები არის ძალიან კარგი. ვფიქრობთ ერთ-ერთი საუკეთესო წელი იქნება ტურიზმის სფეროსთვის. რა თქმა უნდა, თუ ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზებით ვითარება არ შეიცვალა.

2023 წელს, 2022 წელთან შედარებით სასტუმრო Intourist Kazbegi Hotel-ის დატვირთულობის ზრდამ 8%-მდე შეადგინა, ხოლო გაყიდული ოთახების ჯამური შემოსავალი 11%-მდე გაიზარდა, ამბობს  Business Insider Georgia-სთან სასტუმრო Intourist Kazbegi Hotel-ის გენერალური მენეჯერი ნინო ოქროპირიძე. 

მისი თქმით, 2023 წელს სასტუმროს ბევრი უცხოელი სტუმარი ჰყავდა, თუმცა ტოპ-5 ქვეყანა, საიდანაც Intourist Kazbegi Hotel-მა მეტი ტურისტი მიიღო არის ტაილანდი, ჩინეთი, უზბეკეთი, კორეა, საუდის არაბეთი.

2023 წელს Intourist Kazbegi Hotel-ის სტუმრების 80%-ი იყო უცხოელი, ხოლო 20% ადგილობრივი. 

„2024 წლის ჯავშნების მიღება უკვე დაწყებულია. მაღალი სეზონი ყაზბეგში იწყება მაისიდან და სრულდება სექტემბერ-ოქტომბერში. ამ მომენტისთვის ყველაზე აქტიურად წინასწარი ჯავშნები ჩინეთიდან და ტაილანდიდან შემოდის“, - აცხადებს  Intourist Kazbegi Hotel-ი ​ გენერალური მენეჯერი.

აღსანიშნავია, რომ Intourist Kazbegi Hotel-ი 2021 წლიდან ოპერირებს ბაზარზე. სასტუმროს აქვს 8 კატეგორიის 42 ნომერი. სასტუმრო მდებარეობს სტეფანწმინდის შუაგულში და მისი ისტორია 1963 წლიდან იწყება. გამორჩეულია სასტუმროს ლოკაცია, საიდანაც იშლება პანორამული ხედები კავკასიონის მთებზე, გერგეთის სამებასა და მწვერვალ ყაზბეგზე.

„რენოვაციის შემდეგ შევინარჩუნეთ დეტალები ძველი სასტუმროს ინტერიერიდან. ოთახები აღჭურვილია ყველა თანამედროვე სასტუმროსთვის საჭირო ინვენტარით. გამოყენებულია დიზაინერული დეტალები. სასტუმროს ნომრებს აქვს როგორც აივნები ასევე ტერასები მაღალი კატეგორიის ოთახებში, საიდანაც იშლება პანორამული ხედები, რაც იწვევს ჩვენი სტუმრების გაოცებასა და აღფრთოვანებას. სასტუმროს აქვს დიდი კეთილმოწყობილი და გამწვანებული ეზო, რაც საოჯახო დასვენებისთვისაც მნიშვნელოვანია.

სასტუმროში მოქმედებს რესტორანი ასევე დიდი და კომფორტული ტერასებით, სადაც შესაძლებელია, სხვადასხვა ღონისძიების ჩატარება, მათ შორის ქორწილების, წვეულებების და მიღებების. მენიუ გათვლილია ყველა კატეგორიის სტუმარზე. ძირითადი აქცენტი კთდება ქართულ კერძებზე, რაც როგორც უცხოელი ასევე ქართველი სტუმრებისთვისაც საინტერესო და მისაღებია“, - განუცხადა Business Insider Georgia-ს სასტუმრო Intourist Kazbegi Hotel-ის გენერალურმა მენეჯერმა.

სასტუმროში ფუნქციონირებს ერთი საკონფერენციო დარბაზი, რომელიც 30-40 ადამიანზე გათვლილი.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image Air Canada სექტემბერ-ოქტომბერში რეკორდულ შემოსავალს ელის

20.08.2026.17:00

Air Canada-ს სექტემბრისა და ოქტომბრის შემოსავალი, სავარაუდოდ, ამ ორი თვისთვის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწევს, რადგან პრემიუმ კატეგორიის სულ უფრო მეტი მგზავრი ევროპასა და იაპონიაში ზაფხულის სიცხესა და ტურისტების სიმრავლეს გაურბის, - აცხადებს კომპანია.

ჩრდილოეთ ამერიკის მსხვილი ავიაკომპანიები ბოლო წლებში საკუთარ ბიზნესს სულ უფრო მეტად აფუძნებენ პრემიუმ კატეგორიის მგზავრებზე, კორპორაციულ კლიენტებსა და ლოიალობის პროგრამების წევრებზე, რადგან მათი შეფასებით, ტარიფების ზრდის შემთხვევაში ეს მომხმარებლები ხარჯების შემცირებას ნაკლებად მიმართავენ.

შემოდგომაზე საქმიანი მოგზაურობის მოთხოვნის ზრდა, პრემიუმ კატეგორიის დასასვენებელი მოგზაურების სამოგზაურო ჩვევების ცვლილებასთან ერთად, ავიაკომპანიების ხელმძღვანელების მოლოდინებს ზრდის იმ სეზონებთან დაკავშირებით, რომლებიც აქამდე ივლისისა და აგვისტოს მსგავსი პიკური სამოგზაურო თვეებისგან შედარებით ნაკლებად დატვირთულად მიიჩნეოდა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა