მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7184.8
-0.0067
flag
AZN 1.5575
-0.0001
flag
CNY 38.871
-0.0159
flag
EUR 3.0026
-0.0174
flag
GBP 3.4838
-0.0166
flag
KZT 54.41
-0.0006
flag
TRY 0.0569
-0.0001
flag
USD 2.6473
-0.0007
news banner

კულტურულ გიდებზე კვოტა ნულოვანია, მოთხოვნას აბსოლუტურად ვართმევთ თავს - ქეთი მელაძე

news image
mbc image

შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში შესული ცვლილებებით, უცხოელი გიდებისთვის სპეციალური შეზღუდვებია დაწესებული.

გიდების ასოციაციის ხელმძღვანელის, ქეთი მელაძის შეფასებით, აღნიშნული ცვლილება ტურისტული ჯგუფების მომსახურების ხარისხის აუმჯობესებს და ქვეყნის ისტორიის არასწორი ინტერპრეტაციის რისკს ამცირებს.

„მოგეხსენებათ, ყველა შემოსულ ტურს ყავდა თავისი გიდები, გამყოლები, რომლებიც თავის ისტორიებს ყვებოდნენ. თუმცა ახლა ჩვენ კანონი გვავალდებულებს, რომ ჯგუფებმა, რომლებიც შემოვლენ საქართველოში, აუცილებლად აიყვანონ ქართველი გიდი და სწორედ მათ უნდა გააცნონ საქართველოს ისტორია, რათა არ მოხდეს ისტორიული ფაქტების დამახინჯება, რაც მნიშვნელობის საკითხია”.

ქეთი მელაძის განმარტებით, გამონაკლისს სამთო გამყოლების მიმართულება წარმოადგენს, ხოლო კულტურული გიდების მიმართულები საქართველოში კვალიფიციური კადრების საკმარისი რესურსი არსებობს. მეტიც, ამჟამად ჩინურენოვანი გიდები გადიან გადამზადებას, და ამასთანავე, საქართველოში მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებსაც შეუძლიათ, სათანადო სერტიფიცირების შემდეგ, გიდებად დასაქმდნენ, რაც ტურისტული ბაზრის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად სავსებით საკმარისია, “სამთო გამყოლებს კვოტა აქვთ 200, რაც განპირობებულია იმით, რომ ფაქტიურად ცოტაა სათანადოდ გადამზადებული პროფესიონალი სამთო გამყოლი. ხოლო რაც შეეხება კულტურულ გიდებს, აქ კვოტა ნულოვანია, რადგან არ გვჭირდება, არც ერთი ენის მცოდნე უცხოელი გიდის დამატება. ამ მიმართულებას აბსოლუტურად ვართმევთ თავს” - აღნიშნავს ქეთი მელაძე.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image გერმანელმა ფუდბლოგერმა აჭარული სამზარეულო ასიათასობით გამომწერს გააცნო

24.06.2026.16:37

აჭარის კულინარიული შესაძლებლობების პოპულარიზაციის მიზნით რეგიონს გერმანელი ფუდბლოგერი სტუმრობდა. რენდი მალკოლმ გემბელმა რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარამენტის მოწვევით იმოგზაურა და ათიათასობით გამომწერს ქართული სამზარეულო გააცნო. ტურის განმავლობაში, ფუდბლოგერმა აჭარული ხაჭაპურისა და ხინკლის მომზადების მასტერკლასში მიიღო მონაწილეობა და ადგილობრივი კერძები დააგემოვნა. ის ასევე სტუმრობდა ღვინის მარნებს მთიან აჭარაში, სადაც რეგიონში გავრცელებულ მეღვინეობის პრაქტიკას, ადგილობრივი ვაზის ჯიშებს, ღვინის წარმოების ტრადიციულ მეთოდებსა და ადგილობრივ სამზარეულოს გაეცნო. გერმანელმა ფუდბლოგერმა, რომლის სამოგზაურო კონტენტს YouTube-ზე, TikTok-სა და Instagram-ზე მილიონობით ნახვა აქვს, გამომწერებს აჭარაში მოგზაურობისა და ადგილობრივი კერძების დაგემოვნებისკენ მოუწოდა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აგრძელებს რეგიონში უცხოელი ინფლუენსერების, კონტენტ-კრეატორებისა და ფოტო-ვიდეოგრაფების მოწვევას, რის შედეგადაც აჭარისა და ზოგადად, საქართველოს ტურისტული პროდუქტებისა და სერვისების შესახებ ცნობადობა იზრდება რეგიონის პოტენციურ ტურისტებში. უახლოესს მომავალში, ტურები იგეგმება ყაზახეთიდან, აზერბაიჯანიდან, ლატვიიდან და სომხეთიდან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა