ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი საქართველოს აეროპორტებიდან ერთადერთია, რომელმაც პანდემიამდელ მაჩვენებელს 93 %-ით გადააჭარბა - ირაკლი ქარქაშაძე
საქართველოს აეროპორტებიდან 9 თვის ჭრილში, პანდემიამდელი პერიოდის მგზავრთნაკადის გაუმჯობესების ყველაზე მაღალი მაჩვენებლით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი გამოირჩევა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტი ერთადერთია, სადაც პანდემიამდელი მგზავრთნაკადის ზრდა ფიქსირდება.
„2023 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდის, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ერთადერთი აღმოჩნდა, სადაც მგზავრთნაკადი გაიზარდა და თანაც 93 %-ით. ანუ თითქმის გაორმაგდა. მაშინ როდესაც, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით სრულ აღდგენას – 7 % დააკლდა, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში კი სრულად აღდგა.
ჩვენი სწორი პოლიტიკის შედეგია ის, რომ საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადმა ჯამში 4 მილიონ ნახევარს გადააჭარბა. რაც იმას ნიშნავს, რომ პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით სრულად არის მგზავრთნაკადი აღდგენილი და დაახლოებით 10 %-იანი ზრდა გვაქვს. მგზავრთნაკადის აღდგენის კუთხით კი ძირითადი წვლილი ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტზე მოდის. ჩვენ უკვე ვუმასპინძლეთ ქუთაისში მილიონ 200 ათასზე მეტ მგზავრს, რაც ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანაში ტურიზმი ვითარდება. საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა იზრდება“,- განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის განმარტებით, დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ქვეყნის სიდიდით მეორე აეროპორტია, სადაც ევროპასთან ყველაზე მეტი პირდაპირი ფრენა ხორციელდება. დეკემბრიდან კი Wizz Air-ის მეოთხე ბაზის საშუალებით პირდაპირი საჰაერო კავშირი სკანდინავიის ქვეყნებთან, კერძოდ დანიის სამეფოს დედაქალაქ კოპენჰაგენთან მოხდება.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა
27.11.2026.18:25
ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.
კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.