ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ქუთაისის ცენტრამდე მგზავრებს 3 ავტობუსი ემსახურება
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ქალაქ ქუთაისის ცენტრამდე, მგზავრებს სამი SHUTTLE BUS ემსახურება. აეროპორტიდან შატლები ქალაქის ცენტრში მდებარე DMO იმერეთის ადმინისტრაციული შენობის მიმართულებით მოძრაობენ და უკან დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში ბრუნდებიან.
ავტობუსები 2 საათში ერთხელ გადიან, 1 გზის საფასური კი 5 ლარია. ანგარიშსწორება ნებისმიერი საბანკო ბარათის საშუალებითაა შესაძლებელი.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა
27.11.2026.18:25
ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.
კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.