ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში პერიმეტრული ღობის განათების სამუშაოები დასრულდა
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის პერიმეტრული ღობის განათების მოწყობის სამუშაოები დაასრულა. აეროპორტის გარე პერიმეტრის განათება ღამის საათებში საავიაციო უშიშროების სამსახურის მიერ პატრულირების შელშეწყობის მიზნით განხორციელდა. სამუშოები შპს ქსელმშენმა შეასრულა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ განხორციელებულმა ინვესტიციამ 812,673.03 ლარი შეადგინა.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა
27.11.2026.18:25
ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.
კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.