მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ქვეყანას სჭირდება მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტი, ხოლო მაღალმხარჯველუნარიან ტურისტს შესაბამისი მომსახურება და სერვისი - HSC Group Hospitality-ის დამფუძნებელი

news image
mbc image

ყველა ერთხმად ვთანხმდებით იმაზე, რომ ქვეყანას სჭირდება მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტი, ხოლო მაღალმხარჯვეულუნარიან ტურისტს სჭირდება შესაბამისი სახის მომსახურება და სერვისი, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას მენეჯმენტ ჯგუფის HSC Group Hospitality-ის დამფუძნებელმა გიორგი დოლიძემ განაცხადა.

მისი თქმთ, მნიშვნელოვანია, რომ ტურისტს, რომელსაც წინასწარ აქვს გაწერილი გრაფიკი, შესაბამისი მომსახურება შევთავზოთ და პარალელურად ამ სერვისების კიდევ უფრო გაუმჯობესებაზეც ვიზრუნოთ. 

„ქვეყანა საბედნიეროდ მზარდი მაშტაბებისთვის და მზარდი სტატისტიკისთვის მზად არის. ყველა მონაწილე რგოლი ტურიზმის სფეროში, როგორებიც არიან ტურისტული კომპანიები, სატრანსპორტო ორგანზაციები, ავიაკომპანიები და სასტუმრო სექტორი, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ ყველა ერთხმად ვთანხმდებით იმაზე, რომ ქვეყანას სჭირდება მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტი, ხოლო მაღალმხარჯვეულუნარიან ტურისტს კი სჭირდება შესაბამისი სახის მომსახურება და სერვისი, რაზეც ყველა ერთობლივად ვმუშაობთ. როდესაც წლიდან წლამდე ევროპელი ტურისტების სტატისტიკის ზრდა გვაქვს, მათ მზად დავხვდეთ და გავუწიოთ შესაბამისი სერვისები, რადგანაც მათ წინასწარ აქვთ გაწერილი გეგმა/გრაფკი, რის მიხედვითაც უნდა გადაადგილდნენ დედქალაქეში თუ მის ფარგლებს გარეთ. ასეთ დროს მნიშვნელოვანია, რომ არ ქონდეთ სატრანსპორტო ან სასტუმროში რაიმე სახის შეფერხებები და ასევე თავიანთ ტურისტულ გეგმა/გრაფიკში არ ქონდეთ გადაცდომები. შესაბამისად ყველა ვცდილობთ, რომ წლიდან წლამდე ჩვენც გავიზარდოთ და თანამშრომლებსაც გავუზარდოთ მოტუვაცია და ტურისტული სეზონების დასაწყისისთვის უფრო მეტი აქცენტი გავაკეთოთ სერვისის ხარისხის ზრდაზე“, - განაცხადა გიორგი დოლიძემ.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა

27.11.2026.18:25

ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.

კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა