მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ქვეყანაში ევროპელი ტურისტების კლების შედეგად, სასტუმრო სეგმენტში ფასები შეიცვალა - შალვა ალავერდაშვილი

news image
mbc image

საქსტატის ინფორმაციით, სასტუმროების, კაფეების და რესტორნების ფასები წლიურ ჭრილში 7%-ით, ხოლო თვიურ ჭრილში 0.3%-ითაა გაძვირებული.

კონკრეტულად კი სასტუმროების მომსახურების ტარიფები სექტემბერში 2022 წლის სექტემბერთან შედარებით 3.1%-იან ზრდას აჩვენებს, ხოლო სექტემბერი აგვისტოსთან შედარებით 1,5%-იან კლებას.

როგორც Business Insider Georgia-სთან  სასტუმროების და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა განუცხადა, 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების სეგმენტში ფასების ზრდაა, ხოლო 3 და 4 ვარსკვლავიანი სასტუმროების სეგმენტში კლება.

„დღეისათვის ბაზარი დაყოფილია ორ ნაწილად, არის 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების სეგმენტი, სადაც ფასები გაზრდილია საშუალოდ 25-30%-ით. იმავდროულად, დღეს 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასად, 4 ვარსკვლავიან სასტუმროებში ვუშვებთ ტურისტებს. 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასები ძალიან შემცირებულია და კლება პანდემიამდელ მდგომარეობასთან შედარებით, თითქმის 50%-ია.

ამის ძირითადი მიზეზი არის ის, რომ დღეს ქვეყანაში ევროპელი ტურისტები არ შემოდიან. ეს იყო მთლიანად ის ნიშა, რომელსაც ეჭირა 80-დან 130-150 დოლარამდე ფასების რეგისტრი. 5 ვარსკვლავიანი სასტუმროები მუშაობენ 200 დოლარზე ზემოთ ფარგლებში, ხოლო 3 და 4 ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასები ამ ეტაპისთვის 55-60 დოლარია, რაც პანდემიამდელ ფასებთან შედარებით 50%-ით დაბალია.

ეს არის უკრაინის ომის ძირითადი შედეგი. ევროპისთვის, განსაკუთრებით დასავლეთ ევროპისთვის საქართველო აღიქმება, როგორც უკრაინასთან ერთად მყოფი ქვეყანა, სადაც ჩასვლა (მათი აზრით) საშიშია“, - აცხადებს შალვა ალავერდაშვილი.

კითხვაზე, ევროპელი ტურისტების დანაკლისის შევსება მოხერხდება თუ არა ჩინელი ტურისტების ხარჯზე, სასტუმროების და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი ამბობს, რომ ჩინეთი ახლად გახსნილი ბაზარია და შესაბამისად ახლა იწყება ჩინეთიდან ტურისტული ნაკადების შემოყვანაზე მუშაობა.

„წინასწარ პროგნოზებს ვერ გავაკეთებ. ჩინელი ტურისტებიც, ამ ეტაპისთვის არ გამოირჩევიან როგორც მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტები, უფრო საშუალომხრაჯველ ტურისტებში გადიან“, - აცხადებს ალავერდაშვილი.

მისი თქმით, სასტუმროების მომსახურების ფასი დგება მოთხოვნიდან გამომდინარე.

„ამ ქვეყანაში სასტუმროების და სასტუმრო ნომრების რაოდენობა იმდენადაა გაზრდილი, რომ ტურისტების შემოდინება ვერ ეწევა სასტუმრო ნომრების ზრდის რაოდენობას.

გეტყვით, რომ წელს სასტუმროებში მატება გვაქვს მაღალმთიან რეგიონებში. ზაფხულის მაგალითზე ბაკურიანში სასტუმროებში სტუმრების რაოდენობის 25%-იანი ზრდა გვაქვს. სამაგიეროდ ქობულეთისა და ურეკის სასტუმროებში 35%-იანი კლებაა. რაც გარკვეულწილად ზღვის დაბინძურების შიშსაც უკავშირდება და ძალიან ბევრმა, განსაკუთრებით შიდა ტურისტმა, გადაწყვიტა მაღალმთიან კურორტებზე დაისვენოს. პირდაპირ, რომ ვთქვათ, ბაკურიანის ზაფხულმა აჯობა ზამთარს.

შალვა ალავერდაშვილი აცხადებს, რომ „შარშანდელთან შედარებით სასტუმროებში ფასები გაზრდილი ფიზიკურად ვერ იქნება, რადგანაც 2022 წელს დოლარის კურსი იყო სხვა. თუ საქსტატი ფასებს ითვლის დოლარში, შესაძლოა, ფასებში მატება იყოს, მაგრამ თუ ლარში ითვლის, მაშინ სასტუმროების ფასები შარშანდელთან შედარებით ლარში შემცირებულია“.

ალავერდაშვილის განმარტებითვე, სასტუმროების მოგების მარჟა - GOP, გასულ წელთან შედარებით 15%-ით არის შემცირებული. სასტუმროების და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი ამბობს, რომ კომპანიების ხარჯების ზრდა, რაც ძირითადად გამოისახება შარშანდელთან შედარებით ხელფასების და პროდუქტების ფასების ზრდით, სასტუმროების GOP წლიურ ჭრილში 15%-ითაა შემცირებული, ხოლო 2017 წელთან შედარებით კი 70%-ით.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა

27.11.2026.18:25

ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.

კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა