მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ლევან დავითაშვილი ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

news image
mbc image

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა, სადაც სექტორში მიმდინარე და  სამომავლო გეგმები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო ქვეყანაში მიმდინარე  მოვლენებს, რაზეც შეხვედრის მონაწილეებმა წარმოადგინეს შეხედულებები და  ინფორმაცია თავის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა გამოწვევებზე,  მათ შორის სტატისტიკა და დატვირთულობის მაჩვენებლები. მხარეებმა იმსჯელეს ტურიზმის წარმომადგენლების მიერ ინიცირებულ საკითხებზე და მათი გადაწყვეტის როგორც მოკლე, ისე გრძელვადიან ხედვებზე. როგორც აღინიშნა, ტურიზმის სექტორთან ტრადიციულად გაგრძელდება სამუშაო შეხვედრები სხვადასხვა ფორმატებში, რომ მთავრობასა და კერძო სექტორს შორის შეჯერებული პოზიციებით მოხდეს მნიშვნელოვანი, სასარგებლო გადაწყვეტილებების მიღება.

 

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ზოგადად ტურიზმი ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე დარგია პოლიტიკური და ეკონომიკური გამოწვევების მიმართ. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, სექტორს ჰქონდეს ინფორმაცია არამარტო მთლიანი ეკონომიკური სურათის, არამედ იმის შესახებაც, თუ რა აკეთებს და გეგმავს მთავრობა ტურიზმის დარგის მუდმივი, აქტიური  მხარდაჭერისთვის 

 

ეკონომიკის მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას სექტორთან წარმატებული თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და ამჯერადაც ასე გაგრძელდება. ლევან დავითაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს ბოლო, არსებული ეკონომიკური მაჩვენებლები და ეკონომიკური ზრდის დინამიკა გააცნო. 

 

„კარგ ეკონომიკურ დინამიკას ვინარჩუნებთ - ჩვენი შეფასებით, აპრილის თვის მონაცემები  ორნიშნა ეკონიმიკური ზრდაა, მათ შორის 18.5 % იყო დღგ ბრუნვები. როგორც ვიცით, მარტში ეკონომიკურმა ზრდამ 8.2 %შეადგინა, ხოლო პირველ კვარტალში საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 7.8  % იყო, აპრილი კი ორნიშნა ეკონომიკური ზრდით ხასიათდება. ეს საკმაოდ კარგი ეკონომიკური დინამიკაა, თუმცა, რა თქმა უნდა, დარგობრივ ჭრილში არის უფრო წარმატებული და ნაკლებ წარმატებული დარგები. ჩვენ ვცდილობთ, რომ ამა თუ იმ მიმართულებით, სადაც შეიძლება გამოწვევა ან გარკვეული პრობლემა არსებობდეს, დიალოგის რეჟიმში ვისაუბროთ დარგის წარმომადგენლებთან. თუ ჩვენი ინტერვენციები იქნება საჭირო, ყოველთვის მზად ვართ, რომ ჩავერიოთ, შეიძლება ეს იყოს მოკლევადიანი ჩარევა ან უფრო გრძელვადიანი - რაც საჭიროა, მზად ვართ, გავაკეთოთ", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

 

შეხვედრაში ასევე მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ. როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, მიმდინარე წლის ზაფხულის აქტიურ სანავიგაციო სეზონზე დაგეგმილია 13 600  ავიარეისი, საიდანაც ყველაზე მეტი - 2480 რეისი ევროპის მიმართულებით შესრულდება. მინისტრის მოადგილის თქმით, ასევე იზრდება ფრენების სიხშირე გალფის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს ქვეყნებთან. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე დაგეგმილი 13 600 რეისიდან საქართველოდან ევროპაში და პირიქით განსახორციელებელი ფრენები  18%-ს, გალფის ქვეყნებთან -  17%-ს, რუსეთთან - 13%-ს, ხოლო დანარჩენ ქვეყნებთან ჯამურად  52%-ს შეადგენს.

 

მინისტრის მოადგილემ ასევე ხაზი გაუსვა  ტურისტული სეზონის წარმატებულად ჩატარების კუთხით სამინისტროსა და კერძო სექტორის კოორდინირებული საქმიანობის მნიშვნელობას. მისი თქმით, როგორც სამინისტრო, ისე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობს სექტორის ხელშეწყობის, მათ შორის ტურისტული ბაზრების დივერსიფიკაციისა და ახალი პირდაპირი ავიამიმართულებების დამატების მიმართულებით.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image „საქართველოს, როგორც უსაფრთხო, მრავალფეროვან და ავთენტურ მიმართულებას, მართლაც უსაზღვრო პოტენციალი აქვს“ - Expedia Group Advertising-ის უფროსი რეგიონული მენეჯერი

28.11.2026.18:01

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, თბილისში საერთაშორისო კონფერენცია - „მეტი, ვიდრე მოგზაურობა: მიმართულებიდან გამოცდილებამდე“ გაიმართა. ღონისძიებაში მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი სამოგზაურო პლატფორმის, Expedia Group Advertising-ის უფროსი რეგიონული მენეჯერი (EMEA), ლაურა მილოს სანჩესი მონაწილეობდა.

საერთაშორისო ექსპერტმა საქართველოს ტურისტული პოტენციალის შეფასებისას აღნიშნა, რომ ქვეყანას ახალი საერთაშორისო ვიზიტორების მოსაზიდად კარგი პოზიცია აქვს.

"ძალიან მნიშვნელოვანი და სასიამოვნოა, რომ ყველამ ერთ სივრცეში მოიყარა თავი. ავიაკომპანიები, ინდუსტრიის პარტნიორები, სასტუმროები, ასევე სხვადასხვა დარგის ექსპერტები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან აქ, თბილისში შეიკრიბნენ. როგორ შეგვიძლია საქართველოს კიდევ უფრო განვითარება? როგორ მოვიზიდოთ საქართველოში მეტი საერთაშორისო მოგზაური და როგორ გავაცნოთ მათ ქვეყნის ის რეგიონები და ადგილები, რომლებიც აქამდე არ უნახავთ? ვფიქრობ, როგორც უსაფრთხო მიმართულება, ქვეყანა ამჟამად ძალიან კარგ პოზიციაზეა და მასპინძლობს ახალ საერთაშორისო ვიზიტორებს, ასე რომ, პოტენციალი მართლაც უსაზღვროა. საქართველოს ჩემთვის განსაკუთრებული ადგილი უკავია. ეს არის იმდენად მრავალფეროვანი და ავთენტური ქვეყანა, რომ აუცილებლად უნდა გააცნოს საკუთარი თავი მთელ მსოფლიოს. - აღნიშნა ლაურა მილოს სანჩესმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა