მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ლევან კარანაძე საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის გლობალურ ელჩად დაინიშნა

news image
mbc image

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  მინისტრის წარდგინების საფუძველზე,  საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის(ICAO) გენერალური მდივნის გადაწყვეტილებით, „საქაერონავიგაციის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან კარანაძე ICAO-ს გლობალურელჩად დაინიშნა.

აღსანიშნავია, რომ ICAO-მ გლობალური ელჩების პროგრამა წელს პირველად დაიწყო. ორგანიზაციის 193 წევრი სახელმწიფოდან ამჟამად მხოლოდ 24 გლობალური ელჩი არის შერჩეული.

ICAO-ს გლობალური ელჩების პროგრამა მიზნად ისახავს პროფესიონალებისა და გადაწყვეტილების მიმღები პირების ჩართულობით ავიაციის სექტორისმნიშვნელობისა და განვითარების პერსპექტივების შესახებ საზოგადოებრივი ცნობადობის ამაღლებას.

პროგრამის ფარგლებში ლევან კარანაძე განახორციელებს საზოგადოებრივ და საგანმანათლებლო აქტივობებს, მონაწილეობას მიიღებს  მაღალიდონის ღონისძიებებში, მედიასთან და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან შეხვედრებში ავიაციის პროფესიებისა და სექტორის პოპულარიზაციისმიზნით.

გლობალური ელჩის მანდატი ორი წლის ვადით განისაზღვრა და განხორციელდება ICAO-ს 2026–2050 წლების სტრატეგიული გეგმის მხარდაჭერისფარგლებში.

 

banner image news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა

27.11.2026.18:25

ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.

კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა