მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7277.3
-0.0314
flag
AZN 1.5733
-0.0003
flag
CNY 39.351
0.0024
flag
EUR 3.102
-0.0023
flag
GBP 3.5904
-0.0003
flag
KZT 56.59
-0.002
flag
TRY 0.0585
-0.0001
flag
USD 2.6744
-0.0006
news banner

ლონდონის ტურისტულ გამოფენაზე უმსხვილესი საერთაშორისო კომპანიები საქართველოს ტურისტულ მიმართულებას ეცნობიან

news image

დიდ ბრიტანეთში, ლონდონში მიმდინარე საერთაშორისო ტურისტული გამოფენის  WTM 2023 ფარგლებში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე შეხვედრებს მართავს საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებთან დიდ ბრიტანეთში, ევროკავშირსა და აშშ-ში საქართველოს პოპულარიზაციის და  ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით.

მაია ომიაძე საერთაშორისო მედიის, უმსხვილესი კინო სტუდიის დაჯავშნის პლატფორმის წარმომადგენლებს ხვდება, მათ შორის არიან უმსხვილესი კომპანიები: Skyscanner,  Warner Bros, National Geographic traveller, BBC და Euro News.

“მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდესი ტურისტული გამოფენის ფარგლებში შეხვედრებს ვმართავთ ისეთ ცნობილ მედიასაშუალების წარმომადგენლებთან, როგორებიცაა: Euro News, BBC, National Geographic traveller, ასევე ვხვდებით  Warner Bros-ის წარმომადგენლებს. ჩვენ შეხვედრა გვაქვს ჯეიმი ოლივერთან და გვსურს საქართველოში ჩამოვიყვანოთ და ქართული გასტრონომიისა და ღვინის შესახებ გადაცემა მოვამზადებინოთ“,-განაცხადა მაია ომიაძემ.

„კოვიდ პანდემიის შემდეგ წელს, ლონდონის გამოფენაზე ვხვდებით ძველ პარტნიორებს, ვადგენთ აქტიურ ბაზრებს, ვინ არის დაინტერესებული საქართველოს ტურისტული პოტენციალით, რომელი პირდაპირი  ავიარეისები ინიშნება საქართველოს მიმართულებით. გამოფენაზე საქართველოსადმი ძალიან დიდი დაინტერესებაა და ამ გამოფენაში მონაწილეობა შესანიშნავი საშუალებაა საქართველოსთვის, რადგან ახალ ბაზრებს, ახალ პარტნიორებს იზიდავს“,-აცხადებს სასტუმრო პარაგრაფის წარმომადგენელი თამუნა ჩხეიძე.

„სექტორისთვის ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოფენა, ჩვენ არამხოლოდ დიდი ბრიტანეთიდან, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვხვდებით სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლებს, ჩვენ საინტერესო საუბრები გვქონდა როგორც არსებულ პარტნიორებთან, ასევე ახალი კომპანიების წარმომადგენლებთან“,-განაცხადა Caucasus Travel-ის წარმომადგენელმა მაია კიკნაძემ.

WTM London 2023 გამოფენაში ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან 20-ზე მეტი კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციაა წარმოდგენილი.

გამოფენის ფარგლებში, 3 დღის განმავლობაში სასტუმროებისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები შეხვედრებს მართავენ პოტენციურ პარტნიორებთან სამომავლო თანამშრომლობის მიზნით.

 WTM London 2023 გამოფენაში 185-ზე მეტი ქვეყნის 4 ათასი ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობს. გამოფენას ტურიზმის სფეროს 35 ათასზე მეტი პროფესიონალი ესწრება.

news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებას ქუთაისში უმასპინძლებს - მედეა ჯანიაშვილი

22.05.2026.14:22

„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს მონაპოვარს - დამოუკიდებლობის დღეს, ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე აღნიშნავს. ასევე მოგეხსენებათ, რომ წელსვე ვზეიმობთ არანაკლებ მნიშვნელოვან თარიღს - საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს. ქუთაისელებსა და ქალაქის სტუმრებს, რომლებიც 26 მაისს ქუთაისის მთავარ მოედანზე მოვლენ, შევთავაზებბთ სპეციალურ სივრცეს, სადაც ისინი გაეცნობიან როგორც ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიას, ასევე ქუთაისისა და მთლიანად რეგიონის ტურისტულ პოტენციალს, რაც გამოხატულია ჩვენი უძველესი ისტორიით, უნიკალური კულტურითა და ბუნებრივი რესურსებით,” - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ - ის ეთერში. 

როგორც მედეა ჯანიაშვილმა აღნიშნა, ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე მოეწყობა სივრცე საქართველოს გასტრონომიის წარმოსაჩენად, სადაც ადგილობრივ კულინარიასთან ერთად სტუმრები ქართული ღვინოს დააგემოვნებენ.

“26 მაისის ღონისძიებების უდიდესი ნაწილი ბავშვებისთვისაა განკუთვნილი. მთელი დღის განმავლობაში გაიმართება საბავშვო და შემეცნებითი აქტივობები ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის. ამდენად, ქუთაისსა და მიმდებარე დასახლებებიდან ყველა მშობელს მოვუწოდებ ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ბავშვებთან ერთად მოვიდნენ,“ - აღნიშნა მედეა ჯანიაშვილმა.

პროგრამის მიხედვით, ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე თემატური შემეცნებითი, სამეწარმეო და გასტრონომიული სივრცეები ამოქმედდება. მთელი დღის განმავლობაში მოეწყობა საბავშვო-გასართობი აქტივობები, სამეცნიერო ექსპერიმენტების შოუ, თეატრალური წარმოდგენები და მოსიარულე ორკესტრის მსვლელობა, საღამოს კი ქუთაისშიც ცოცხალი შესრულებით სახელმწიფო ჰიმნი გაჟღერდება. ღონისძიებას გალა კონცერტი დაასრულებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა