მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

„მაჩვენებლები, რაც ტურიზმის აღდგენაში ფიქსირდება, კერძო სექტორისა და სახელმწიფოს ერთობლივი, სწორი მუშაობის შედეგია" - მარიამ ქვრივიშვილი

news image
mbc image

„ყოველთვის აქტიურად დავუჭერთ მხარს ისეთ ინიციატივას, რომელიც ემსახურება ჩვენი ტურიზმის სექტორში მოღვაწე კომპანიების დაფასებას" – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ღონისძიებაზე განაცხადა, რომელიც, კერძო სექტორის ინიციატივით, Welcome to Georgia-ს სახელწოდებით 2015 წლიდან იმართება და ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში მოღვაწე ლიდერებს აერთიანებს.

 

დაჯილდოების მერვე ოფიციალურ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას მარიამ ქვრივიშვილმა ტურიზმის სექტორს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ის მაჩვენებლები, რაც ტურიზმში ფიქსირდება პანდემიის პერიოდის გავლის შემდეგ, სწორედ კერძო სექტორისა და სახელმწიფოს ერთობლივი, სწორი მუშაობის შედეგია.

 

„ძალიან რთული პერიოდი ჰქონდა ტურიზმის სექტორს პანდემიის გამო და  სასიხარულოა, რომ ერთობლივი ძალისხმევით შევძელით და ტურიზმის აღდგენის დინამიკა მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავეა.  აღსანიშნია, რომ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები რვა პროცენტით გავაუმჯობესეთ იმასთან მიმართებაში, რაც გვქონდა 2019 წელს და მივიღეთ 3.5 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი. ეს, რა თქმა უნდა, არის ნამდვილად სწორი და ერთობლივი სამუშაო პროცესის შედეგი და მნიშვნელოვანია, კერძო სექტორს გადავუხადოთ მადლობა და კიდევ უფრო აქტიურად  გავაგრძელოთ მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიის სასიკეთოდ" - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა

27.11.2026.18:25

ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.

კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა