მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

„მაგნოლია 2026“-ის გამარჯვებულების გამოსავლენად კვლევები მიმდინარეობს

news image
mbc image

აჭარაში წლის საუკეთესო ტურისტული სერვისის მიმწოდებლების გამოსავლენად ხმის მიცემა მიმდინარეობს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი „მაგნოლია 2026“-ის გამარჯვებულების გამოსავლენად კვლევებს ოთხი მიმართულებით ატარებს: უცხოელი და შიდა ტურისტების კმაყოფილების კვლევა, ონლაინ გამოკითხვა, ტურისტული სექტორის გამოკითხვა და ობიექტების რეიტინგული ქულები ონლაინ პლატფორმებზე. უცხოელი და შიდა ტურისტების კმაყოფილების კვლევისას, აჭარის ტერიტორიაზე მყოფი ტურისტები პირისპირ გამოკითხვის მეთოდით კვლევისას, მათთვის საუკეთესო ტურისტულ ობიექტს ასახელებენ. ონლაინ გამოკითხვის შემთხვევაში კი, ვიზიტორებს ობიექტების შეფასება ტურისტულ ობიექტებზე არსებული სპეციალური QR კოდის საშუალებით ელექტრონულად შეუძლიათ. ობიექტების შეფასების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი ტურისტული სექტორის გამოკითხვაა, რომლის დროსაც სპეციალური კითხვარებით გიდების, ტურისტული სააგენტოების, კვების და განთავსების ობიექტების გამოკითხვა მიმდინარეობს. საუკეთესო ტურისტული სერვისის მიმწოდებლების გამოვლენისას ასევე გათვალისწინებულია მათი რეიტინგული ქულები Facebook-ზე, Booking.com-ზე, Tripedvisor-სა და Google-ში.

„მაგნოლია 2026“-ის დაჯილდოების ღონისძიება აჭარაში დეკემბრის მეორე ნახევარშია დაგეგმილი. ღონისძიებაზე გაირკვევა თუ რომელ განთავსებისა და კვების ობიექტს, გიდსა თუ ტურისტულ სააგენტოს გააჩნია ტურისტების, მომხმარებლებისა და ტურიზმის სექტორის ყველაზე მაღალი ნდობა და შეფასება. ჯამში, ღონისძიებაზე გამარჯვებულები 10 ნომინაციაში გამოვლინდებიან:

• საუკეთესო ბრენდული სასტუმრო აჭარაში
• საუკეთესო სასტუმრო აჭარაში
• საუკეთესო ჰოსტელი აჭარაში
• საუკეთესო განთავსების ობიექტი სოფლად აჭარაში
• ყველაზე პოპულარული რესტორანი აჭარაში
• საუკეთესო ტურისტული სააგენტო აჭარაში
• წლის საუკეთესო გიდი აჭარაში
• ყველაზე პოპულარული ღვინის მარანი აჭარაში
• წლის საუკეთესო ტურისტული მძღოლი აჭარაში
• წლის პოპულარული ტურისტული ადგილი მთიან აჭარაში

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი „მაგნოლიას“ დაჯილდოების ღონისძიებას აჭარაში 2015 წლიდან ატარებს. მისი მიზანი ტურისტული სექტორის წახალისება და რეგიონში სერვისის გაუმჯობესებაა.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა

27.11.2026.18:25

ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.

კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა