მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7277.3
-0.0314
flag
AZN 1.5733
-0.0003
flag
CNY 39.351
0.0024
flag
EUR 3.102
-0.0023
flag
GBP 3.5904
-0.0003
flag
KZT 56.59
-0.002
flag
TRY 0.0585
-0.0001
flag
USD 2.6744
-0.0006
news banner

მარიამ ქვრივიშვილმა ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს საქართველოს ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის სექტორებში არსებული ვითარება გააცნო

news image

„ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ კერძო სექტორთან. ასეთი შეხვედრები ხელს უწყობს ამერიკული და ევროპული, ისევე როგორც ქართველი ინვესტორების ინტერესის ზრდას საქართველოსადმი.  განსაკურებით აღსანიშნია, რომ მთავრობის მიერ მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები ბიზნესისთვის საინტერესოა. მათ უკვე გამოთქვეს სურვილი, რომ თანამონაწილეობა მიიღონ ყველა ამ პროექტში დაგეგმარების, შესრულებისა თუ შემდგომ ოპერირების ეტაპებზე," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებთან შეხვედრის შემდეგ.

მინისტრის მოადგილემ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს საქართველოს ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის ინდუსტრიის 2023 წლის სამი კვარტლის შედეგები გააცნო. შეხვედრა გახსნა ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა ირაკლი ბაიდაშვილმა.

თავის პრეზენტაციაში, მინისტრის მოადგილემ ტურიზმის სექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ 2023 წლის სამ კვარტალში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს და რეკორდული მაჩვენებელი  - 3.3 მილიარდი აშშ დოლარი დაფიქსირდა. მისი თქმით, მიმდინარე წლის პირველი სამი კვარტლის მდგომარეობით კი ქვეყანამ 5.6 მილიონ საერთაშორისო მოგზაურს უმასპინძლა,  რაც 2019 წლის მონაცემების 76.9%-იანი აღდგენაა. 

მარიამ ქვრივიშვილმა ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია იმ საერთაშორისო შეჯიბრების შესახებ, რომლებიც ქვეყნის ზამთრის კურორტებზე - გუდაურში, ბაკურიანსა და თეთნულდზე გაიმართება. მისი თქმით, 2023 წელს ბაკურიანში წარმატებულად ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, გუდაური და ბაკურიანი საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის მუდმივ კალენდარში მოხვდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო მსოფლიო თასის ეტაპებს ყოველწლიურად უმასპინძლებს.

მინისტრის მოადგილემ ასევე გაამახვილა ყურადღება სამოქალაქო ავიაციის აღდგენის პროცესზე. მაგალითად, 2023 წლის საპროგნოზო მონაცემების თანახმად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 2023 წელს მგზავრების რეკორდულს ოდენობას - 1.5 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურება. ასევე მოსალოდნელია, რომ 2023 წლის განმავლობაში რეკორდულად ბევრ მგზავრს მოემსახურება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიც, რომლის მგზავრთნაკადის ოდენობა 650,000-ს მიაღწევს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საავიაციო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, კერძოდ, 2024 წლიდან თბილისის ახალი აეროპორტის პროექტის განხორციელება დაიწყება, შედეგად, ქვეყანა მიიღებს რეგიონში საუკეთესო, საერთაშორისო კლასის აეროპორტს, რომელიც იქნება ტრანზიტულ-ლოგისტიკური ცენტრი მაღალი დონის სამგზავრო და  სატვირთო ტერმინალებით. მარიამ ქვრივიშვილმა ასევე ისაუბრა ქუთაისისა და თელავის აეროპორტების რეკონსტრუქციაზეც.

დასასრულს, მინისტრის მოადგილემ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრების შეკითხვებს უპასუხა.

 

  

news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებას ქუთაისში უმასპინძლებს - მედეა ჯანიაშვილი

22.05.2026.14:22

„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს მონაპოვარს - დამოუკიდებლობის დღეს, ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე აღნიშნავს. ასევე მოგეხსენებათ, რომ წელსვე ვზეიმობთ არანაკლებ მნიშვნელოვან თარიღს - საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს. ქუთაისელებსა და ქალაქის სტუმრებს, რომლებიც 26 მაისს ქუთაისის მთავარ მოედანზე მოვლენ, შევთავაზებბთ სპეციალურ სივრცეს, სადაც ისინი გაეცნობიან როგორც ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიას, ასევე ქუთაისისა და მთლიანად რეგიონის ტურისტულ პოტენციალს, რაც გამოხატულია ჩვენი უძველესი ისტორიით, უნიკალური კულტურითა და ბუნებრივი რესურსებით,” - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ - ის ეთერში. 

როგორც მედეა ჯანიაშვილმა აღნიშნა, ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე მოეწყობა სივრცე საქართველოს გასტრონომიის წარმოსაჩენად, სადაც ადგილობრივ კულინარიასთან ერთად სტუმრები ქართული ღვინოს დააგემოვნებენ.

“26 მაისის ღონისძიებების უდიდესი ნაწილი ბავშვებისთვისაა განკუთვნილი. მთელი დღის განმავლობაში გაიმართება საბავშვო და შემეცნებითი აქტივობები ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის. ამდენად, ქუთაისსა და მიმდებარე დასახლებებიდან ყველა მშობელს მოვუწოდებ ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ბავშვებთან ერთად მოვიდნენ,“ - აღნიშნა მედეა ჯანიაშვილმა.

პროგრამის მიხედვით, ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე თემატური შემეცნებითი, სამეწარმეო და გასტრონომიული სივრცეები ამოქმედდება. მთელი დღის განმავლობაში მოეწყობა საბავშვო-გასართობი აქტივობები, სამეცნიერო ექსპერიმენტების შოუ, თეატრალური წარმოდგენები და მოსიარულე ორკესტრის მსვლელობა, საღამოს კი ქუთაისშიც ცოცხალი შესრულებით სახელმწიფო ჰიმნი გაჟღერდება. ღონისძიებას გალა კონცერტი დაასრულებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა