მარკეტინგული კამპანიები ევროპის სხვადასხვა ქალაქებში უფრო მეტად შეუწყობს ხელს მაღალმხარჯველი ტურისტების მოზიდვას და გააცნობს მათ საქართველოს - HSC Group Hospitality
ევროპულ ქვეყნებში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი მარკეტინგული კამპანიის მნიშვნელობაზე საუბრობს HSC Group Hospitality დირექტორი და სასტუმრო Glarros OldTown-ის მმართველი გიორგი დოლიძე.
„მარკეტინგული კამპანიები, რომლებიც განკუთვნილია ევროპის სხვადასხვა ქალაქებსა თუ ლოკაციებზე, საიდანაც საქართველოს მიმართულებით გვაქვს პირდაპირი ფრენები, კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ევროპელი, მაღალმხარჯველი ტურისტების მოზიდვას და გააცნობს მათ საქართველოს, როგორც ოთხი სეზონის მიმართულების პოტენციალს. სწორედ იქაა საჭირო მარკეტინგი და პოპულარიზაციის გაზრდა, საიდანაც გვაქვს პირდაპირი ფრენა და როდესაც ყველა ერთობლივად მივმართავთ სხვადასხვა აქტივობებსა და ძალისხმევას კონკრეტული სამიზნე აუდიტორიისკენ, საიდანაც გვიწყობს ხელს საჰაერო პირდაპირი გზები, საერთო მუშაობა გამოიღებს სასურველს შედეგებს, რასაც ევროპელი ტურისტების გაზრდილი რაოდენობა და მაღალმხარჯველი ტურისტების ქვეყნისადმი მეტი დაინტერესება წარმოადგენს“-აცხადებს გიორგი დოლიძე.
HSC Group Hospitality დირექტორისა და სასტუმრო Glarros OldTown-ის მმართველის თქმით, მნიშვნელოვანია ევროპული ბაზრებიდან ტურისტული ნაკადების გაზრდა საქართველოში.
„ჩვენი ქვეყნისთვის შეუცვლელი და ერთმნიშვნელოვნად საჭიროა ევროპელი ვიზიტორების გაზრდილი რიცხვი და ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ იმისთვის, რომ საქართველო ევროპელი ტურისტისთვის ეტაპობრივად გავხადოთ პრიორიტეტული ლოკაცია. ჩვენი ქვეყნის კულტურა, ისტორია, გასტრონომია, ბუნება, ღვინო და სხვა მრავალი ასპექტი ქმნის სწორედ იმ ფასეულობებს, რასაც ვფიქრობ, გამორჩეულად ევროპელი ტურისტი აფასებდა და კიდევ უფრო მეტად დააფასებს“-განაცხადა გიორგი დოლიძემ.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა
27.11.2026.18:25
ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.
კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.